RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

გაიფიცნენ და ბასტა

28.04.2010  |  11:40

5909.jpegზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაკებს ორი კვირით გაფიცვის საშუალება Manganese Georgia-ს ხელმძღვანელობამ არ მისცა.მათ პირობა დადეს, რომ განიხილავდნენ პროფკავშირის მოთხოვნებს და მაღაროელები კვლავ მიწის ქვეშ ჩავიდნენ. მათ კვლავ სიცოცხლისთვის საშიში სამუშაო ელით ძალიან დაბალი ხელფასის სანაცვლოდ. ისინი კიდევ რი კვირით დათანხმდნენ ამ ყველაფრის ატანას.

სამდღიანი გაჩერების შემდეგ კვლავ ამუშავდა საქართველოს ყველაზე დიდი ექსპორტერი. თანამშროლებმა და უკრაინულმა ხელმძღვანელმა "მარგანეზ ჯორჯია" მიაღწიეს დროებით შეთანხმებას. რამდენიმე ათასი ადამიანის გაფიცვა და 15 მაღაროელის შიმშილობა შეჩერებულია.

მხარეებმა პროფკავშირის შუამდგომლობით მოილაპარაკეს ერთობლივი კომისიის შექმნაზე, რომელიც გაფიცულთა მოთხოვნებს განიხილავს. თუკი ისინი არ დაკმაყოფილდებიან ორი კვირის განმავლობაში, ქარხნის კოლექტივი საპროტესტო აქციების განახლებით იმუქრება.

ქართველი მაღაროელები მოითხოვენ, რომ ერთ-ნახევარჯერ მოემატოთ ხელფასი, გაუქმდეს სამუშაო კონტრაქტები, შემოიღონ დამატებითი ანაზღაურება ღამის საათებში მუშაობისთვის და უსაფრთხოების ტექნიკა გაუმჯობესდეს. გახშირდა ტრავმების მიღების შემთხვევები, რაც არც არის გასაკვირი, რადგანაც მფლობელები ეკონომიას აკეთებენ სპეც-ტანსაცმელზე და ფანრებზე.

500-დან 6000 ადამიანამდე დაუჭირა მხარი გაფიცულთა მოთხოვნებს.ეს არიან არა მხოლოდ ფეროშენადნობთა მუშაკები, არამედ მეზობელი "ჭიათურმარგანეცისაც", რომელიც იმავე კომპანიას ეკუთვნის.

მფლობელთა ცვლის ისტორია ქართული წარმოების ამ ორ ვეშაპზე ძალიან ჩახლართულია. როდესაც ჭიათურმარგანეცის მუშაკები 2008 წელს მოითხოვდნენ ხელფასების მიღებას, ხოლო 2009 წელს არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიოდნენ მოთხოვნით, რომ მათი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებულიყო. შეუძლებელი აღმოჩნდა საწარმოს მფლობელების პოვნა.

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ფიქტიური უცხოელი ინვესტორების უკან სააკაშვილთან დაახლოვებული ხალხი დჰას. თემურ შაშიაშვილი ამტკიცებს, რომ ქართული მარგანეცი მთლიანად კონტროლირდება პრეზიდენტის მეგობრის გელა ბეჟუაშვილის და პრეზიდენტის ბიძის თემურ ალასანიას მიერ.

იანვარში პრეს-კონფერენციაზე შაშიაშვილმა განაცხადა, რომ სეზტაფონის ფეროშენადნობთან ქარხნის, ვარციხე ჰესის და ჭიათურმარგანეცის პრივატიზაციის დოკუმენტები გასაიდუმლოებულია.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100