RSS
на русском en in english
12.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ლობირება არ არის აკრძალული

28.04.2010  |  11:42

5910.jpegსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ამერიკელი ფიარის სპეციალისტების ძალისხმევით, ვაშინგტონის უსაფრთხოების ფორუმზე მოახერხა აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას კულუარებში მოხელთება. საბიუჯეტო თანხებით დაფინანსებული ჟურნალისტებთან შეხვედრებიცა და უნივერსიტეტებში ლექციებიც წარმატებული გახლდათ. მართალია, ოპოზიციამ პროტესტით მიმართა ამერიკის იუსტიციის სამინიტროს, მაგრამ აშშ-ში ლობირება სულაც არ არის აკრძალული.

პოლიტიკა სულ უფრო და უფრო მეტად ხდება ბიზნესი, რომელიც თავისუფალია იდეოლოგიისა და ზნეობრივი ფასეულობებისგან. განსაკუთრებულად შესამჩნევი ეს აშშ-შია, სადაც საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლით, კერძო ფირმები მდიდრედებიან Blackwater-ის მსგავსად ან მითიური ღორის და ქათმის გრიპის გარშემო ატეხილი ისტერიით, ტამიფლიუს მწარმოებლის უმსხვილესი აქციონერი, აშშ-ს თავდაცვის ექს- მინისტრი დონალდ რამსფელდი ნახულობს ზღაპრულ მოგებას.

ქართველი ხალხის უბედურებითაც, კომერსანტები ხეირობენ. იმიჯის შემქმნელი ფიარ სააგენტოები, საბიუჯეტო თანხებით მიხეილ სააკაშვილის ნაკლულობასაც მშვენივრად ავსებენ და ჩქმალავენ.

აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას, ხელსიუფლებაში მოსვლის დღიდან არ უნახავს და არც აპირებს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერთან შეხვედრას. მხოლოდ ახლახანს ერთადერთხელ დაურეკა ტელეფონით ავღანეთში გაგაზავნილი ბატალიონისთვის მადლობის სათქმელად . რამოდენიმეჯერ ვიცე-პრეზიდენტები გაგზავნა და მრავალჯერ მისცა სახელმწიფო მდივანს საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის მხარდაჭერის საშუალება. მისი აზრით ეს სრულიად საკმარისი იყო და მეტიც.

იმ დროისთვის სააკაშვილს უკვე საქართველოს ოპოზიცია ხშირად აკრიტიკებდა და აქილიკებდა იმის გამო, რომ სერიოზული ლიდერები დასავლეთში მასთან შეხვედრას გაურბოდნენ, რაც დღემდე გრძელდება. რათქმაუნდა მათ რიცხვს არ მიეკუთვნებიან, აწ განსვენებული ლეხ კაჩინსკი და გადამდგარი ვალდას ადამკუსი - არც შეხვედრაზე ეუბნებოდნენ უარს და წყალობდნენ კიდეც. მაგრამ თუნდაც იგივე ობამას, გასაგები მიზეზების გამო (რუსეთთან „გადატვირთვის" პოლიტიკა და 2008 წლის ომის გამოძიების შედეგები, სააკაშვილისთვის არასასურველი დასკვნით) არ სურს მასთან შეხვედრა.

ბირთვული უსაფრთხოების ფორუმზე მიწვევა, ბედნიერ ბილეთს გავდა თეთრ სახლში აუდიენციაზე მოსახვედრად. როცა უეცრად გამგზავრების წინ გაირკვა, რომ სააკაშვილის ვიზიტის განრიგში, არ არის ობამასთან შეხვედრის პუნქტი. თანაც როდესაც ფორუმის მიმდინარეობისას პოლონეთის ლიდერი კაჩინსკი დაიღუპა და სააკაშვილი დასაფლავებაზე გამოქროლდა, კიდევ უფრო ნაკლები შანსი დარჩა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100