RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

გენოციდით ოლიმპიადის წინააღმდეგ

30.04.2010  |  00:32

5924.jpegრუსეთის იმპერიაში ჩერქეზების გენოციდის საკითხი განსახილველად შეიტანეს ქართულ პარლამენტში. დიდი ხნით აპირებენ ამ საკიტხის განხილვას, შეიძლება იმიტომ, ტომ სოჭის ოლიმპიადის ზეიმის ჩააშხამონ. როდესაც სომხებმა სთხოვეს ქართველებს გენოციდის აღიარება მათ უპასუხეს, რომ ეს თემა არის აკადემიური წრეების დისკუსიისთვის განკუთვნილი. ხოლო როდესაც ადიგებმა და ჩერქეზებმა გაიხსენეს 1860-ანი წლები, პარლამენტმა გადაწყვიტა ამის გარკვევა და სულაც არ მიმართა ისტორიკოსებს.

ქართველებისთვის უფრო საინტერესოა ადიგების და ჩერქეზების გენოციდის განხილვა, ვიდრე სომხების. თუკი რუსეთის იმპერია დამნაშავე აღმოჩნდება ათასობით ადიგის სიკვდილში, მაშინ საჭირო იქნება მსოფლიო სკანდალის მოწყობა ოლიმპიადის გარშემო.

ხოლო თუკი სომხეთი მიაღწევს მსოფლიო აღიარებას, მაშიინ შეიძლება თურქეთისგაბ მოითხოვოს საქართველოს სამხრეთ საზღვრებთან მდებარე ტერიტორიების დაბრუნება. ამას დიდი ზარალი მოყვება: სომხებს აღარ დასჭირდებათ ქართული ტრანზიტი ზღვაზე გასასვლელად, თანაც გაქრება ნატოს წევრთან საზღვარი.

ამიტომაც, დიდი ხანი არც უფიქრიათ სომხეთის თხოვნაზე და მალევე უარი უთხრეს. პარლამენტარმა დავით დარჩიაშვილმა გამნმარტა, რომ ქვეყნის ხელისუფლება თურქეთთანაც მეგობრობს და სომხეთთანაც. „ყველაფერი დანარჩენი არის აკადემიურ წრეებში განსახილველი თემები".

ჩერქეზთა ორგანიზაციამ კი განაცხადი სომხებზე უფრო ადრე და უფრო წარმატებულად გაავრცელეს. გუშინ დეპუტატებმა მიიღეს მათი საკითხი განსახილველად, თუმცა მასში საუბარია უფრო ძველმოვლენებზე ვიდრე სომხებთან და იმ ხელისუფლების შეცდომებზე, რომელიც საერთოდ აღარ არსებობს. თანაც ურიგო არ იქნებოდა „აკადემიურ წრეებში" იმის გარკვევა, იყო თუ არა ეს დანაშაული. არსებობს სამხილები იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან ადიგებსა და ჩერქეზებს გაქცევისკენ მოუწოდებდნენ თურქები, მუხაჯირს კი ხელი შეუწყო ღარიბებისა და თავადების სოციალურმა ფენამ.

თუმცა საქმე ხომ დადგენა კი არა, რუსეთის იმიჯის გაფუჭებაა, ასე რომ საკითხის ზუსტად საჭირო მისამართზე მოხვდა.

„ისტორია და საერთო მომავალი აკავშირებს ჩვენს ქვეყანას კავკასიელ ხალხთან",- განმარტა მოსალოდნელი დისკუსიის მნიშვნელობა კავკასიის ხალხთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელმა ნუგზარ წიკლაურმა. მისმა კოლეგამ რუსუდან კერვალიშვილმა კი აღნიშნა, რომ საკმაოდ დიდი სამუშაო ელით. „ყველაზე რთული და საპასუხისმგებლოა ვინმეს გენოციდში დადანაშაულება. ჩვენ უნდა გვქონდეს ასეთი დასკვნის გაკეთების უფლება. ყველაზე დიდი ბოროტება დადანაშაულებაა, როდესაც არ იცი ბოლომდე ამ საკითხის სიღრმე".

ყველა ქართველი პოლიტიკოსი როდია ისეთი დელიკატური, როგორიც რუსუდან კერვალიშვილი. მმართველმა წრეებმა უკვე მხარი დაუჭირეს ჩერქეზებს. მარტის ბოლოს თბილისში ჩატარებული პრესკონფერენციის შედეგად მიიღეს პარლამენტისადმი მიმართვა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100