RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ურანით ჯიბეებში

30.04.2010  |  00:35

5926.jpegრუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ როგორც იქნა უპასუხა ხმამაღალ, მაგრამ უაზრო ბრალდებებს საქართველოს პრეზიდენტისა იმის შესახებ, რომ რუსეთი გარეულია რადიოაქტიური ურანის კონტრაბანდაში. უცნობ უცხოელთა ჯგუფი დააკავეს საქართველოში სააკაშვილის ვაშინგტონში გამგზავრების დროს ჯიბეებში ბირთვული ნივთიერებით. თავად პრეზიდენტმა კი ეს თემა სკანდალამდე გაბერა, თუმცა არც ერთიმტკიცებულება არ მოუყვანია იმის, რომ რადიოაქტიური ნივთიერების კვალი რუსეთში მიდის.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავიდან დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა მიხეილ სააკაშვილის ტყუილს. თუმცა ის ჯიუტად იმეორებდა კონტრაბანდის ბრალდებას უცხოურ მასმედიებთან, ასე რომ რუსმა ჟურნალისტებმა მოითხოვეს განმარტებები თავიანთი საგარეო საქმეთა უწყებიდან.

სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ სააკაშვილის მტკიცებულებებს ყწოდა „სულელურად მოფიქრებული პროვოკაცია", რომლის მიზანიც იყო „ანტირუსული პოლიტიკური სკანდალის გაბერვა".

მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში მოსკოვს უწოდა არასტაბილურობის წყარო, რადგანაც ბირთვული მასალები საქართველოში „ძირითადად რუსეთიდან შემოდის" და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „ოკუპაციამ" შექმნა „შავი ხვრელები", რომლებიც ემუქრება რეგიონის უსაფრთხოებას.

მის ბრალდებებს დაუსაბუთებელს უწოდებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში: „ოფიციალურმა თბილისმა არანაირი მტკიცებულება არ წარმოადგინა რუსეთის ბრალეულობისა".

საქმე ისაა, რომ ნებისმიერი რადიოაქტიური ელემენტი ტოვებს კვალს, რომლის შემოწმებაც რთული არ არის. საქართველომ არ წარუდგინა ამოღებული პარტია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, მან მხოლოდ შეატყობინა ინციდენტის შესახებ ორგანიზაციას.

საქართველომ არმოაწერა ხელი 2007 წელს რუსეთის მიერ შეთავაზებულ საერთაშორისო კონვენციას ბირთვული იარაღით ტერორიზმის ხელის შეშლაზე. ეს დოკუმენტი ავალდებულებს მხარეებს წარუდგინონ ამოღებული ნივთიერება ექსპერტებს, მათ უნდა დაადგინონ წყარო და გადასცენ ეს დოკუმენტი მწარმოებელ ქვეყანას.

საქართველო ამ რამდენიმე გრამ ურანს თავად იკვლევს და რეზულტატების „ობიექტურობა" საეჭვოა. განსაკუთრებით თუკი გავითვალისწინებთ, რომ საშიში ქიმიური ელემენტის პარტია „ამოტივტივდა" ზუსტად მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა მიიღო მიწვევა ვაშინგტონიდან ბირთვული უსაფრთოების ფორუმზე.

ეს ყველაფერი მეტყველებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვერსიის სასარგებლოდ იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილმა წინასწარ მოამზადა თემა „ურანის კონტრაბანდა ეკუპირებული ტერიტორიების გავლით".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100