RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გაშეშდა

04.05.2010  |  09:29

5935.jpegსტრასბურგში ჩატარდა ქართულ-რუსული კონფიქტის თაობაზე და მის შედეგებზე საპარლამენტო ასამბლეის დისკუსია. ეს განხილვა გამოისახა სრულიად განსხვავებულ აზრთა მოზაიკაში. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ განაცხადა თავისი ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ, რუსეთმა მოუწოდა ასამბლეას განეხილათ დარეგულირების მიდგომები, ჰაიდი თალიავინმა კი მოსკოვს და თბილისს ურჩია დამნაშავეთა ძებნა დაევიწყებინათ.

ეს შეხვედრა თავისუფალი დისკუსიის ფორმით მიმდინარეობდა რაიმე რეზოლუციების მიღების გარეშე. საქმე ისაა, რომ ასამბლეის მომხსენებლებმა, დევიდ უილშირმა და მათიას იორშმა დიამეტრულად განსხვავებჲლი აზრები ჩამოაყალიბეს.

თავის გამოსვლაში უნგრელმა ხაზი გაუსვა, რომ თავის დროზე კონფლიქტის ზონებში რუსი სამშვიდობოები ევროპეებს რომ ჩაენაცვლებინათ, სამხრეთ ოსეთის ტრაგედია არ მოხდებოდა. იორშმა კი აღნიშნა, რომ საქართველომ ამ ომის შედეგად დაკარგა ტერიტორიების ნაწილი, ნდობა და რეპუტაცია, მაგრამ რუსეთმაც დაკარგა რეპუტაცია. "აფხაზებიც თვლიან, რომ ისინი წაგებული მხარე არიან. მათ არ შეუძლიათ საზღვარგარეთ მოგაზურობა, უცხოეთში სწავლა",- ხაზი გაუსვა მომხსენებელმა. ის თვლის, რომ "პუბლიკური დებატები ვერაფერს გამოასწორებს - საჭიროა პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთსა და საქართველოს შორის".

მეორე მომხსენებელმა დევიდ უილშირმა ხაზი გაუსვა, რომ თუკი ასამბლეა არ გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს, შეიძლება კიდევ სხვა გაყინული კონფლიქტების წარმოიშვას მომავალში. მან შესთავაზა ეხელმძღვანელათა ქართულ-რუსული კონფლიქტის დარეგულირებისას ასამბლეის მიერ მანამდე მიღებული რეზოლუციებით, რომლებიც ეხება აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტს. "მე მოვუწოდებს ყველას დაფიქრდეს მომავალზე და არა წარსულზე. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ძალის კონცენტრირება იმაზე, რაც რეალურად მიღწევადია",- ხაზი გაუსვა უილშირმა.

კავკასიაში კონფლიქტებისადმი ასეთი განსხვავებული მიდგომების ახსნისას მათიას იორშმა ხაზი გაუსვა, რომ მისი კონცეპტუალური მიდგომები და უილშირის მიდგომები სრულიად განსხვავებულია. "ის, რაც სავსებით ნორმალურია უილშირისთვის - ახალი რეალიების მიღება - ჩემთვის მორალურად მიუღებელია". უნგრელმა პარლამენტარმა ასევე დაამატა, რომ საპარლამენტო ასამბლეაში არის ძალები, რომებმაც სპეციალურად დაამთხვიეს იმ ორი ადამინის მოხსნება, რომლებსაც სრულიად განსხვავებული აზრები აქვთ ამ კონფლიქტის შესახებ.

იორშის არაერთგვაროვანი განცხადება გახდა მისი ერთვარი დამშვიდობება - 19 მაისს მას სხვა მომხსენებელი შეცვლის, რადგანაც ის არ აირჩიეს თავიდან მისი ქვეყნის პარლამენტში, ახლანდელი მანდატი კი 19 მაისს იწურება.

ორი კოლეგის შეფასებების განსხვავებულობა ერთვარი წინაპირობა იყო მთელი შეხვედრისა, რადგანაც დიკუსიის მონაწილეღა შეფასებების კარდინალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100