RSS
на русском en in english
20.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აფხაზური გენერალიტეტი პენსიაზე გავიდა

04.05.2010  |  09:31

5936.jpegრუსულ-აფხაზური წვრთნების შემდეგ აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროში საგულდაგულო წმენდა ჩატარდა. "ასაკისა" და "ჯანმრთელობის მდგომარეობის" გათვალისწინებით დაითხოვეს ხუთი გენერალი, ექვსი პოლკოვნიკი და სხვა ოფიცრები. ქართველი ექსპერტები ბევრ ურთიერთსაწინააღმდეგო ვარაუდს გამოთქვამენ: აფხაზების სიძულვილით ანატოლი ზაიცევის მიმართ დაწყებული, დამთავრებული რუსეთის ხელისუფლების შიშისა აფხაზური ჯარის გაძლიერების გამო.

ამ ნაბიჯს მნიშვნელოვანი შედეგები მოყვება აფხაზეთისთვის. თუმცა, ჯერჯერობით გაუგებარია, თუ ვის ინტერესებში გაკეთდა ეს.

როგორც რესპუბლიკის პრეზიდენტის საიტზე წერენ, "სამხედრ სამსახურის ჩატარების წესდების თანახმად, გათავისუფლებულია აფხაზეის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი: გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი ზაიცევი, გენერალ-მაიორი ზაკან ნანბა, გენერალ-მაიორი გარი კუპალბა, გენერალ-მაიორი სლავა ანკვაბი, გენერალ-მაიორი ალექსანდრე მელკინი. ასევე გაათავისუფლეს პოლკოვნიკები: დიმიტრი სოკოლოვი, ალექსანდრე ანტიპოვი, ანატოლი გორბუნოვი, ზაურ ადლეიბა, რუსლან ჩოკუა, ნოდარ კაკუბავა".

ყველა მათგანს აფხაზეთის პრეზიდენტმა პირადად გადაუხადა მადლობა "აფხაზურ ჯარში ბრწყინვალე მსახურობისთვის". "ისინი აფხაზური არმიიის ჩამოყალიბებაში იღებდნენ მონაწილეობას და ომის შემდეგ არც ერთი ოპერაცია არ ჩატარებულა მათი მონაწილეობის გარეშე",- ხაზი გაუსვა სახელმწიფოს ლიდერმა. განსაკუთრებული მადლობა მან გადაუხადა ანატოლი ზაიცევს, რომელიც ოთხი წელი ხელმძღვანელობდა გენერალურ შტაბს.

რუსი ექსპერტები ჯერჯერობით არანაირ კომენტარებს არ აკეთებენ ამ ფაქტის თაობაზე. პოლიტიკისა და ფინანსების საკითხს ეს დაუკავშირა პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღ[ანელმა ალექსანდრე ხრამჩიხინმა. დმაოუკიდებელმა სამხედრო ექსპერტმა პაველ ფელგენჰაუერმა კი მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მსგავსი საკადრო გადაწყვეტილებები აუცილებლად რუსეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებით ხორციელდება, რადგანაც "აფხაზური შეიარაღებული ძალები რუსულში არის ინტეგრირებული".

ქართველ ექსპერტთა აზრები გაიყო. ზოგი ვარაუდობს, რომ ბაღაფშმა ზაიცევის გათავისუფლებით დააკმაყოფილა ადგილობრივ ძალოვანთა ჩივილები, რომლებიც მას უცხოდ მიიჩნევდნენ. როგორც რამდენიმე დღის წინ დაწერა ქართულმა გაზეთმა "24 საათი", გენერალური შტაბის ხელმძღვანელის გათავისუფლების მიზეზი გახდა მისი მძღჴლის დაკავება ღამით ბენზინგასამართი სადგურის ძარცვის დროს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ზაიცევს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა თავდაცვის მინისტრთან მერაბ ქიშმარიასთან. თურმე რუს გენერალს სურდა რეფორმების ჩატარება, მაგრამ არ შეეძლო სამხედრო უფროსობის კორუმპირებულობის დაძლევა. უფრო ზუსტად რომ ითქვას, "ექსპერტთა კლუბის" წევრის გიორგი წიკლაურის ვარაუდით, მან არ გაიზიარა კრიმინალურ ბიზნესში გავლენის სფეროები.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100