RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში განტევების ვაცი იპოვნეს

04.05.2010  |  09:35

5939.jpegევროპის საბჭოს საპარლამნტო ასამბლეა აგრძელებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტის განხილვას. ევროპარლამენტარებს არ შეუძლიათ ხუთდღიანი ომის შედეგების დაძლევის საკითხზე რეზოლუციის მიღება, ვინაიდან ორმა მომხსენებლმა - მათიას იორშმა და დევიდ უილშირმა, რომლებიც დღეს სწორედ ამ საკითხზე მოხსენებით გამოდიოდნენ, დიამეტრალურად საწინააღმდეგო დასკვნები და შეფასებები გააკეთეს. უფრო მეტიც, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, უკვე დაადანაშაულა ბრიტანელი დიპლომატი საქართველოს პროვოცირებაში.

როგორც ჩანს, დევიდ უილშირის სახელი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წლევანდელ საგაზაფხულო სესიაზე ქართუ-რუსული დოსიეს განხილვის ისტორიაში შევა. ბრიტანელმა , რომლესაც გაბედულება ეყო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს მოხსენების მზადების ჩარჩოებში შეხვედროდა, უკვე მიიღო რამდენიმე შენიშვნა საკუთარი მისამართით, თანაც არა მხოლოდ თბილისის მხრიდან.

ამ დღეებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მოვლუდ ჩავშოლგუმ განაცხადა, რომ უილშირმა მოსკოვში სამხრეთ ოსეთის საელჩო საკუთარი ინიციატივით მოინახულა და მისი პოზიცია არანაირად არ ემთხვევა და არ გამოხატავს ევროპის საბჭოს პოზიციას. ჩევუშოლგუს სიტყვებით, ასამბლეა პატივს სცემს ორგანიზაციის წევრი ქვეყნის - საქართველოს სუვერენიტეტს, იტყობინება expertclub.ge.

თავის მხრივ, სამონიტორინგო კომიტეტის მეორე მომხსენებლმა მათიას იორშმა, საკუთარი კოლეგის, უილშირის ქმედებას „სერიოზული შეცდომა" და „ ევროპის საბჭოსა და საქართველოს საწინააღმდეგო პროვოკაცია" უწოდა. მან ასევე შეწუხება გამოთქვა, რომ მისი კოლეგის ქმედების გამო შეუძლებელი გახდა რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების მოხსენების ტექსტის შეთანხმება. „დევიდ ულიშირის ობიექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და ამიტომაც დოკუმენტი მოიხსნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგიდან.

ბატონ იორშის ობიექტურობის აღქმა ფრიად საინტერესოა. საქმე იმაშია, რომ დოკუმენტისსაკუთარ ნაწილში მომხენებელი ევროპის საბჭოს სასამბლეა სთავაზობს შეწუხება გამოთქვან იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი არ არსრულებს ასამბლეის მოთხოვნებს და ამავ დროულად შეაქონ ის ფაქტი, რომ საქართველომ აღასრულა სტრასბურგის მოთხოვნების უმეტესი ნაწილი.

უილშირს რომელიც განუდგა ასამბლეის უპერსპექტივო ყოველდღიურობას, თავის რუსეთისადმი უშედეგო მოთხოვნებით გამოიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი აღიარება, მას როგორც ჩანს კიდევ არაერთ შენიშვნას მისცემენ. ვინაიდან სწორედ ბრიტანელმა შესთავაზა ევროპარლამენტარებს, კონფლიქტის მხარეებისგან არ დაიჟინონ იმ პირობების შესრულება, რის გასაკეთებლადაც ისინი ახლა არ არიან მზად.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100