RSS
на русском en in english
20.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო სახიფათოა ამერიკელებისთვის

05.05.2010  |  10:13

5947.jpegწელს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, გაიმეორა გაფრთხილება ტურისტებისთვის საქართველოში მოგზაურობის არასასურველობის შესახებ. მათი აზრით, განსაკუთრებით სახიფათო სეპარატისტული რეგიონებია. მაგრამ, ქვეყნის დედაქალაქი თბილისიც არ არის მშვიდი, აქ ამერიკელს შესაძლოა დემონსტრაციის დროს ელოდეს ძალადობა, - აღნიშნულია უწყებაში.

ამერიკელებისთვის საქართველო კვლავაც „ცხელი წერტილია", მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ოსეთთან ომის შემდეგ უკვე ორი წელი გავიდა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობასთან დაკავშირებულ სპეციალურ შეტყობინებაში, საკუთარ მოქალაქეებს რეკომენდაცია მისცა, არ გაემგზავრონ კავკასიის დემოკრატიის ბურჯად წოდებულ - საქართველოში და თუ კი ამის გაკეთება მაინც აუცილებელია, ჩინოვნიკები „უსაფრთხოების შესაბამისი ზომების მიღების" რჩევა იძლევიან, კერძოდ: საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა, ადგილობრივი სიახლეებისთვის თვალის ყურადღებით დევნება, ინტერნეტში აშშ-ს საელჩოს გვერდის რეგულარულად შემოწმება, სამშობლოში მეგობრებთან და ნათესავებთან მუდმივი კონტაქტის შენარჩუნება.

ამერიკელებს განსაკუთრებულ გაფრთხილებას აძლევენ „სეპარატისტულ რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მოგზაურობასთან დაკავშირებულ რისკებზე". მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე რამოდენიმე სახელმწიფომ აღიარა, ვაშინგტონი ამ ორ რესპუბლიკას, კვლავ საქართველოს ნაწილად მიიჩნევს.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უსაფრთხოებას, რუსი სამხედროები უზრუნველყოფენ. სწორედ ამის გამო, შარშან ტურისტების ნაკადი, რომელიც 90 პროცენტით რუსებისაგან შედგება, საბჭოთა დროის მაჩვენებლამდე გაიზარდა.

მართალია, საქართველოსთან მოსაზღვრე ტერიტორიებზე სროლები და აფეთქებები პერიოდულად ხდება. მაგრამ, სოხუმისა და ცხინვალის ხელისუფლება ამ პროვოკაციებში ქართულ მხარეს ადანაშაულებენ.

გასულ ზაფხულს იმავე აფხაზეთში, საკურორტო სეზონის შუაგულში სოხუმის რკინიგზაზე აფეთქება მოხდა. დაზარალებულები და მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ ინციდენტმა ტურისტების დაფრთხობა კი შეძლო.

ამ შემოდგომაზე, რუსმა მესაზღვრეებმა დროულად აღმოაჩინეს და გაუვნებელყვეს აფხაზეთის გალის რაიონთან მდებარე სოფელ ოტობაიას მახლობლად ჩადებული ფუგასი. სოხუმის წარმომადგენლებმა ეს საკითხი გალში ქართველბთან მოლაპარაკებებისას წარმოაყენეს, თუმცა თბილისის დელეგაციამ უარყო დივერსიაში მათი თანამონაწილეობა.

არც სამხრეთ ოსეთშია უკეთესად საქმე. გასულ კვირას, ლენინგორის რაიონის სოფელ ორჭოსანში ვიღაც სამხედროებმა სროლა მოაწყვეს. ადგილობრივი მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ ეს ქართველი სამხედროები იყვნენ, რომლებიც პერიოდულად გადმოდიან ამ სოფელში. საზღვრის საწინააღმდეგო მხარეს, პოლიცია უარყოფს ამ ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ ორჭოსანს რუსი სამხედროები აკონტროლებენ, ამიტომაც იქ შესვლა არც ქართველ სამხდროებს, არც პოლიციელებს და არც ევროკავშირის დამკვირვებლებს არ შეუძლიათ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100