მთავარი | ანალიტიკა | აზრები | ვიდეო | არქივი |
- „პატრიოტი“ - სეპარატისტი აზერბაიჯანლების წინააღმდეგ 29.05.2013 17:15 თბილისში გამოჩნა ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით „პატრიოტი“. მოსალოდნელია, რომ მასში საქართველოში მცხოვრებ 450 ათას აზერბაიჯანელზე მეტი გაერთიანდება. მათი მიზანი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება იქნება. იგი მოახდენს სეპარატისტული განწყობის გაჩენის პრევენციას და გაზრდის აზერბაიჯანლების როლს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის საქმეში. ახლადშექმნილი ორგანიზაციის დამაარსებელთა და წევრთა პირველი ყრილობა უკვე შედგა. „კინოს სახლში“ დაახლოებით 500 კაცი შეიკრიბა. ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალახიარ იუსუფოვი აირჩიეს.
- არა“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 29.05.2013 17:10 საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეაქციამ უახლოესი თანამებრძოლების –„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაზე შიდაპარტიული ცხოვრების პერიპეტიების არმცოდნე ბევრი ადამიანი გააკვირვა. სააკაშვილმა არ დაიცვა მერაბიშვილი, რომელიც ბევრს პრეზიდენტის „მარჯვენა ხელი“ ეგონა. სინამდვილეში, დიდი ხანია, რაც მათ შორის უთანხმოებაა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მალე გაუგებრობა ნაცინალური მოძრაობის ლიდერებს შორის უფრო ღია ხასიათს მიიღებს, რაც, შესაძლოა, პარტიის დაიშალით დასრულდეს.
- რატომ იაფდება საქართველოში დოლარი? 29.05.2013 17:02 ბოლო კვირის მანძილზე ამერიკული ვალუტა საქართველოში საგრძნობლად გაიაფდა. რასთანაა დაკავშირებული დოლარის კურსის ვარდნა? არის თუ არა ეს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის რეალური მაჩვენებელი, თუ ეს, უბრალოდ, სურვილია, კურსის ხელოვნური ცვლილების ხარჯზე დემონსტრირება მოხდეს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება სტაბილიზირდება და უმჯობესდება კიდეც?
- ქართველი მუშების მშიერი ყოფა 29.05.2013 16:58 უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოში ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნის მუშები არიან გაფიცულნი. თუმცა, შიმშილობის გამოცხადების მიუხედავად, საწარმოს ადმინისტრაცია შეუდრეკელია. იგი მიიჩნევს, რომ მუშებს ზურგს უცნობი ძალები უმაგრებენ, რომლებიც მათ არარეალურ და არაადეკვატურ მოთხოვნებს კარნახობენ. ადმინისტრაცია აპირებს, ვაკანტური ადგილების ესახებ გამოაცხადოს, მიიჩნევს რა, რომ ახალი თანამშრომლების აყვანა უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე ძველი მუშების მოთხოვნების დაკმაყოფილება.
- საქართველო სტიქიას რაკეტებს დაუშენს 23.05.2013 13:25 ის იყო სახელმწიფომ კახელ გლეხებს 2012 წლის სეტყვით დაზიანებული მეურნეობებისთვის კომპენსაცია გადაუხადა, რაც ახალი უბედურება მოხდა. ამჯერადაც კახელებისთვის ესოდენ ”კარგად” ნაცნობმა სტიქიამ იჩინა თავი. მთავრობამ დაითვალა, რომ უფრო ხელსაყრელი ზომების წინასწარ მიღება და სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გამოყენება იქნება, ვიდრე სტიქიის შედეგების განეიტრალება. მით უმეტეს, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შემდეგ, ზოგი კახელი ძალიან უცნაურად მოიქცა და თავისი დიდი ხნის ოცნება აისრულა. მაგალითად, ”მერსედესი” იყიდა.
- ვანო მერაბიშვილი დაკავებულია 23.05.2013 13:21 საქართველოში დაკავებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. იგი ქალაქ ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შენობაში, დაკითხვის დასრულებისთანავე დააკავეს.
საკანდიდატო მინიმუმი
05.05.2010 | 10:15საქართველოში, სრული სვლით მიმდინარეობს თბილისის მერის წინასაარჩევნო პროცესი. ოპოზიცია და ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად ეწევიან მოსახლეობის აგიტაციას და ამისათვის ყველა საშუალებას იყენებენ. მაგრამ, ქართველი პოლიტ-ტექნოლოგები პირველებსაც აკრიტიკებენ და უკანასკნელებსაც. რა შანსები აქვს ყოველ მათგანს?
საქართველოს თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებამდე, ერთ თვეზე ნაკლები დარჩა. ოთხშაბათიდან საქართველოს პარლამენტი, მუშაობის წინასაარჩევნო რეჟიმზე გადავა. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის დავით ბაქრაძის თქმით, მაისის განმავლობაში პარლამენტში მხოლოდ კომიტეტებისა და საპარლამენტო ჯგუფების სხდომები ჩატარდება, იტყობინება რია-ნოვოსტი.
ამასობაში კი, მერობის კანდიდატები აქტიურად ჩაერთნენ წინასაარჩევნო რბოლაში.
საქართველოს დედაქალაქის მმოქმედი მერი გიგი უგულავა, რომლსაც ამ პოსტის შენარჩუნების დიდი სურვილი აქვს, თბილისის მაცხოვრებლებს ახალ სამუშაო ადგილებს ჰპირდება. „გასაკეთებელი კიდევ ბევრია"- ასეთია მისი სლოგანი. უგულავა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მისი ერთერთი მთავარი ამოცანა მცირე წარმოებათა მხარდაჭერა იქნება.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მეწარმეებს არანაირი პრობლემები აღარ შეექმნათ,- ამ დღეებში განაცხადა მან.- ამის მიზეზი - მოუქნელი, ცუდი კანონმდებლობა, ბიუროკრატია და კორუფციაა. რასთან ბრძოლასაც ვაპირებ მე". იმის გარდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ადამიანებს არ შეუშლის ხელს მუშაობაში, უგულავამ პირობა დადო გააგრძელოს თბილისში ახალი გზების, ხიდების მშენებლობა, ძველი ქალაქის აღორძინება და ასევე დედაქალაქში სტაბილური და უსაფრთხო ატმოსფერო შექმნას.
თავის მხრივ, პარტია „ალიანსი საქართველოსგან" თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია ამომრჩევლებს რესპუბლიკის „შეცვლას" სთავაზობს. „ჩვენ მოვალთ, მოვალთ აუცილებლად",- ნათქავამია მისი ვიდეოკლიპისთვის დართულ სიმღერაში. როგორც ცნობილია, ალასანიამ ცსკ-ოში საკუთარი კანდიდატურა, ამისთვის დათქმული ვადის უკანასკნელ დღეს დაარეგისტრირა - 30 აპრილს, შესაბამისი განცხადება ცენტრალურ საარჩევნო კომიტეტში ალიანსის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა თინათინ ხიდაშელმა შეიტანა, მასთან ერთად კი ზურაბ აბაშიშძემ და მამუკა კაციტაძემ.
რაც შეეხება ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელ გია ჭანტურიას, ის საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას პირობას იძლევა, რომ მოქალაქეთა დანახარჯების ეკონომიას ტარიფების დაწევის ხარჯზე მოახდენს. „შესაბამისად, ბიზნესი გაფართოებას შეძლებს, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და მეტი ადამიანი დასაქმდება".- ამბობს კანდიდატი.
ყველაზე აგრესიულად, ექსპერტებმა ნაციონალური საბჭოს კანდიდატის ზვიად ძიძიგურის სლოგანი აღიარეს, რომელიც წინასაარჩევნო კლიპში აცხადებს:"ჩვენ არ შევურიგდებით უსამართლობას, ვიბრძოლებთ უკანასკნელ წვეთამდე და გავიმარჯვებთ".
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info