RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პოლიცია წმინდა მფარველის როლში

05.05.2010  |  10:17

5949.jpegწმინდა გიორგის დღე 6 მაისი დღეიდან გახდება ქართული პოლიციის დღეც. ასე გადაწყვიტეს ვანო მერაბიშვილის უწყებაში და სამუდამოდ დააკავშირეს შსს-ს სახე საქართველოს წმინდა მფარველთან. ხალხი ამას აპროტესტებს და იმუქრება, რომ პოლიციას საზეიმო ღონისძიებას ჩაუშლის, ხელისუფლებას კი არაფერი აინტერესებს.

საბჭოთა კავშირიდან საქართველო გამოვიდა 20 წლის წინ, მაგრამ სამხედრო აღლუმების სიყვარული სისხლშია გამჯდარი.

თუმცა ადრე საბჭოთა ხალხი 1 მაისს დადიოდა პროფკავშირების საზეიმო მსვლელობაზე და 9 მაისს სამხედროთა საჩვენებელ აღლუმზე, ახლა კი ამიერკავკასიის ქვეყანაში მშრომელებს არ იშურებენ და ლამის მეორეხარისხოვან ზეიმად ჩათვალონ გამარჯვების დღე.

სამაგიეროდ ახალი თარიღები მოიგონეს. უკვე ტრადიციად იქცა 26 მაისს აღლუმის ჩატარება დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. 6 მაისი კი ახლახან დაინიშნა პოლიციის დღედ და პირველად მასაც აღლუმით იზეიმებენ.

როგორც ჟურნალისტებს განუმარტა ვანო მერაბიშვილმა, თარიღი იქიდან გამომდინარე აირჩიეს, რომ ძველი პოლიციური ზეიმები მორალურად მოძველდა. "საქართველოს პოლიციას დღემდე ჰქონდა 2 ოფიციალური ზეიმი: 10 ნოემბერი - პოლიციის დღე და 30 ნიემბერი - უშიშროების სამსახურის თანამშრომლების დღე. ორივე თარიღი სრული ანაქრონიზმია, რადგანაც პირველი არის საბჭოთა მილიციის დღე და მეორესაც ასევე საბჭოთა წარსული აქვს. ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი დღის არჩევა",- საუბარია მინისტრის წერილში.

6 მაისზე არჩევანი იმიტომ შეჩერდა, რომ ეს თარიღი "ასოცირდება დადებით ემოციებთან, რადგანაც, პირველ რიგში ეს არის გიორგობა, თანაც ეს ის დღეა, როდესაც აჭარა გათავისუფლდა ასლან აბაშიძის რეჟიმისგან".

მინიშნება გამჭვირვალეა - პოლიცია სულაც არ არის წინააღმდეგი თავი გაუტოლოს წმინდა გიორგის - გამარჯვების მომტანს, რომელსაც ქართველები ქვეყნის მფარველად მიიჩნევენ.

ითვლება, რომ ეს ლეგენდარული პერსონაჟი მართავდა რომის იმპერიის მცირე აზიულ პროვინცია კაპადოკიას მე-2 საუკუნის დასასრულსა და მე-3 საუკუნის დასაწყისში. ქრისტიანული რელიგიის მიღებით მან იმპერატორის რისხვა გამოიწვია და ის ციხეში ჩასვეს, სადაც აწამებდნენ. წმინდა გიორგიმ ყველა წამებას გაუძლო და არ უარყო ქრისტე, რისთვისაც ბოლოს სიკვდილით დასაჯეს.

გიორგის ბრძოლას გველთან, რაც გამოსახულია მართლმადიდებლურ ხატებზე, რუსულ ხურდებზე და საქართველოს გერბზე, მიიჩნევენ წმინდა სულის დემონთან ბრძოლის სიმბოლოდ.

გიორგობას აღნიშნავენ წელიწადში რჯერ - 6 მაისს და 23 ნოემბერს. ერთი წლის წინ ამ რელიგიური დღესასწაულის გამო ოპოზიციამ აქციებიც კი შეაჩერა. თუმცა წელს ხელისუფლება მას აიძულებს გამოვიდეს ქუჩაში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100