RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართველი პრემიერის „ხელსაყრელი“ სტატისტიკა

05.05.2010  |  22:16

5954.jpegთბილისში თვლიან, რომ საქართველოს ეკონომიკა კალაპოტში ჩადგა და თანდათანობით აღდგება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა განაცხადა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური მაჩვენებლები, 2008 წლის პირველი კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებლებს გაუტოლდა. გილაური დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში კრიზისი დაძლეულია. გმართლებულია თუ არა პრემიერის ოპტიმიზმი?

ნიკა გილაურის თქმით, ზრდის პოზიტიური ტენდენცია ყველა მიმართულებითაა დაფიქსირებული: საბაჟო და საგადასახადო შემოსავლები, საბანკო კრედიტები და დეპოზიტები. მაგრამ, გილაურის მიერ გაკეთებული შედარება 2008 წელთან არ არის შემთხვევითი. საქმე იმაშია, რომ 2008 წლის პირველი კვარტალი როგორც მას პრემიერ-მინისტრმა უწოდა, „ეკონომიკური ბუმი" იყო საქართველოში. ამასთან ერთად გილაურმა განაცხადა, რომ წელს შმპ-ს ოთხპროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. მან იმედი გამოთქვა, რომ ზრდის ტემპი წლის ბოლომდე იქნება შენარჩუნებული.

თუმცა, უკანასკნელი კვირის განმავლობაში ეს, საქართველოს პრემიერის პირველი ოპტიმისტური განცხადება რა გახლავთ. რამოდენიმე დღის წინ გილაურმა ეკონომიკის გაჯანსაღების ერთი მაჩვენებელი დაასახელა - ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდა 1,36 მილიარდ დოლარამადე, რაც 15 პროცენტით აღემატება, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მართლაც, მთელი გასული წლის განმავლობაში ვარდნის შემდეგ, წელს საქართველოს საგარეო ეკონომიკური ბრუნვა რამდენადმე გაიზარდა. ექსპორტმა 55 პროცენტით მოიმატა, იმპორტმა კი - 6 პროცენტით.

სავარაუდოდ, ალბათ სწორედ ამით აიხსნება ის მიზანი, რაც გილაურმა მთავრობის წინაშე დასახა - წლის განმავლობაში ეკონომიკის ცხრაპროცენტიან ზრდას მიაღწიონ. „რთული კრიზისული პერიოდის და ოთხპროცენტიანი ვარდნის შემდეგ, წლევანდელი წლის პირველ კვარტალში, ეკონომიკაში დადებითი ტენდენციები დაისახა",- დასძინა მან.

არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს ხელისუფლების ოპტიმიზმი, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს ექსპერტების «Standard & Poor's» მიერ ქვეყნის ხანგრძლივი სუვერენული რეიტინგების მატებასთან იყო დაკავშირებული. აპრილის შუა რიცხვებში იქ დააიმედეს თბილისი, იმის აღნიშნვით, რომ დაბალი გადასახადები და ბიზნესის წარმოებისათვიოს სასიკეთო რეჟიმი საქართველოში, მომავალში ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და იმ უპირატესობების რეალიზებას, რაც საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობასთან არის დაკავშირებული, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო „ხიდი" ევროპასა და აზიას შორის.

მაშინ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საერთაშორისო სააგენტოს რეიტინგში ცვლილებაზე, უკიდურესად პოზიტიური რეაგირება მოახდინეს. მაგალითად, ნიკა გილაურის პრეს-სპიკერმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა განაცხადა, რომ ეს ფაქტორი ინვესტორების და მეწარმეების ნდობას აამაღლებს, ქვეყნის მომავლისადმი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100