RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართველები ახალი არგუმენტებით მიდიან ბრიუსელში

06.05.2010  |  10:16

5959.jpegდღეს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ჩატარდება. მონაწილეები იმ რეფორმებსა და პროგრამებს განიხილავენ, რომლებიც რესპუბლიკის თავდაცვით სფეროში ხორციელდება. წარადგენენ თუ არა ქართველი დიპლომატები ახალ არგუმენტებს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სასარგებლოდ?

სავარაუდოდ, ბრიუსელის შეხვედრას ნატოს ალიანსის 28 მუდმივი წევრი ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან. საერთაშორისო დიპლომატები არამარტო საქართველოში მიმდინარე რეფორმების განხილვას აპირებენ, არამედ ქართველი სამხედროების მონაწილეობის საკითხსაც ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში.

შეხვედრის წინ ალიანსში განაცხადეს, რომ ნატო მაღალ შეფასებას აძლევს თბილისთან თანამშრომლობას და მომავალშიც აპირებს საქართველოს თავდაცვითი სისტემის რეფორმირების მხარდაჭერას.

ზოგიერთი ქართველი პოლიტოლოგი თვლის, რომ სწორედ ავღანეთის კონტრტერორისტულ ოპერაციაში ქართველი მშვიდობისმყოფლების მონაწილეობა დაეხმარება რესპუბლიკას, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაში. მაგალითად, საქართველოს საერთაშორისო კვლევების ევროპული სტრატეგიული ფონდის ექსპერტი კახა გოგოლაშვილი დარწმუნებულია: ნატოში გაწევრიანება მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული, მასზე ზეგავლენას მსოფლიოში შექმნილ საერთო მდგომარეობაზე და მრავალი სხვა ფაქტორიც ახდენს. „რაც შეეხება ქართული სამხედრო კონტინგენტის მისიაში მონაწილეობას, ეს დამატებითი სტიმულია ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის, რათა მათ დადებითი გადაწყვეტილება მიიღონ საქართველოს ბლოკთან დაახლოების კუთხით".- ციტირებას ახდენს „კავკაზსკი უზელ".

თუმცა მოსკოვში, საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის პერსპექტივებს ამდენად პოზიტიურად არ აფასებენ. რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ალიანსში დიმიტრი რაგოზინი აცხადებს, რომ ბრიუსელი საქართველოს პარტერის ხარისხში გამოიყენებს სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ ალიანსის წევრობას ეს ქვეყანა უახლოეს მომავალში ვერ მიიღებს. „პრობლემა თავად ნატოს შიდა რეგლამენტშია, - აღნიშნა რაგოზინმა.- ქვეყანა, რომელსაც დაუდგენელი საზღვრები აქვს, რომელსაც მუდმივი სამოქალქო ომი აქვს საკუთარ საზრვრებზე, არ შეიძლება ნატოს წევრობის კანდიდატი გახდეს".

დიპლომატმა დაამატა, რომ საქართველო შეუძლებელია ნატოს წევრი გახდეს, ვინაიდან ან ნატოელებმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ტერიტორიებად უნდა აღიარონ და ამით ეს ტერიტორიები განაცალკევონ საქართველოსგან, ან საქართველო ძველი საზრვრებით უნდა მიიღონ, რომლებიც სტალინის დროს იქნა დამტკიცებული, ანუ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ერთად.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100