RSS
на русском en in english
28.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რუსული მილიონები ”გამჭვირვალე” აფხაზეთისთვის

07.05.2010  |  10:09

5969.jpegზაფხულამდე აფხაზეთი მიიღებს რუსეთისგან პირველ ფინანსურ ტრანშს 200 მილიონი რუბლის ოდენობით სოციალურ-ეკონომიკური ზრდის დახმარებისთვის. წელს კი მთლიანობაში ამიერკავკასიის ქვეყანა რუსეთისგან მიიღებს 3 მილიარდს. ეს ფული დაიხარჯება გზების მშენებლობასა და რემონტში, კანალიზაციისა და წყალმომარაგების მოწესრიგებაში. შეძლებენ აფხაზები, რომ არ გაიმეორონ ოსების შეცდომები?

რუსეთის რეგიონული განვითარების მინისრის მოადგილემ რომან პანოვმა განაცხადა, რომ წელს უკვე იგეგმება გაგრის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელმაც უნდა გამარტივოს ყველაფერი იმ ტურისტებს, რომლებიც გაგრიდან მიდიან სოხუმში. ამასთანავე, ინფრაქტრუქტურის დაფინანსებულ ობიექტებს შორის მოხვდნენ სოხუმის რძისა და პურის კომბინატები, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრამატული ტეატრი და რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა.

აპრილში დმატკიცდა აფხაზეთის სოციალუ-რეკონომიკური გნვითარების ხელშეწყობის გეგმა. სერგეი შამბას თქმით, აფხაზები რუსული ფულით ბევრი რამის აშენებას აპირებენ, მხოლოდ გზებს გააკეთებენ დაახლოებით 160 კილომეტრს. სახსრები ასევე დაიხარჯება ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე, სოფლის მეურნეობაზე და სოციალურ პროგრამებზე.

ამ უანგარო დახმარების გარდა მოსკოვი გამოუყოფს აფხაზურ ბანკებს 10 წლიან სესხს 700 მილიონი რუბლის ოდენობით. შამბა პირობას დებს, რომ უახლოეს დროში დაიხვეწება კრედიტების გაცემა მოსახლეობაზე მცირე ბიზნესის წამოსაწყებად. სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, აფხაზეთთან პრეტენზიები სახსრების განაწილების თაობაზე რუსეთს არასდროს ჰქონია, აღნიშნავს შამბა. უფრო მეტიც, მისი თქმით, დაზოგილი თანხებით ასევე ხერხდება სოციალუ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელშეწყობა.

როგორც ამ დღეებში რუსეთის პარლამენტარმა სერგეი სტეპაშინმა აღნიშნა, რუსეთის მიერ გაცემული თანხები უნდა დაიხარჯოს მიზნობრივად. სტეპაშინა უკვე შესთავაზა ამიერკავკასიის რესპუბლიკას გარკვეულიყო, თუ კონკრეტულად რაში დაიხარჯება ფული და გამოთქვა დახმარებისთვის მზადყოფნა. "ჩვენ გვაქვს სისტემური ანალიზის ინსტიტუტი, მოსკოვის უნივერსიტეტის ბაზაზე აუდიტის უმაღლესი სკოლა და ჩვენ მზად ვართ ვასწავლოთ თქვენს ხალხს და მათ სერთიფიკატები გადავცეთ. ასეთი გამოცდილება უკვე აქვს სამხრეთ ოსეთს",- წერია აფხაზეთის პრეზიდენტის საიტზე.

თავის მხრივ, სერგეი ბაღაფშმა პასუხი გასცა, რომ რუსეთის მიერ გაცემული თანხების აღრიცხვა მოხდება გამჭვირვალედ და პატიოსნად და ამას აფხაზი პროფესიონალები გააკეთებენ. "ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა ხახლმა იცოდეს, რით დაიწყონ და როგორ აწარმოონ საქმე",- დაამატა მან.

როგორც ჩანს, აფხაზეთის ხელისუფლებას არ სურს სამხრეთ ოსეთის შეცდომების გამეორება. საქმე ისაა, რომ აღდგენითი პროცესი ცხინვალში ძალიან ნელა მიდის, ხოლო რომან პანოვის კომისიამ უკვე უამრავი დარღვევა იპოვა აღდგენის პროგრამის განხორციელებისას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100