RSS
на русском en in english
25.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქვებით პოლიციაზე, ანუ გცემს - ესეიგი უყვარხარ

07.05.2010  |  10:10

5970.jpegსაქართველოში პოლიციის აღლუმმა, სახალხო დაპირისპირების პროვოცირება მოახდინა. პოლიციელების ხელკეტებისგან დაზარალებული მოქალაქეები, უკვე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. პატრულს და სპეცრაზმელებს ქვები დაუშინეს, რის გამოც წესრიგის დამცველები იძულებულნი გახდნენ წინააღმდეგობა გაეწიათ. ასეთია, ამ უწყების მიმართ „ხალხის სიყვარული", რითაც ასე ტრაბახობს შსს-ს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

საქართველოს ოპოზიცია დღეს, მხოლოდ ნაცნობების ზარებს პასუხობს. მათი ერთი ნახევარი, გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს, ნახევარი კი პოლიციის საწინააღმდეგო ანტიპარადზე წავიდა. დარეკვა საზოგადოება „ყოფილი პატიმრები ადამიანეის უფლებებისათვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძესთან მოვახერხეთ. თუმცა, ერთადერთი რაც მან შეგვატყობინა ის არის, რომ: საავადმყოფოში იმყოფება, სადაც დაჭრილი ორი ადამიანი მიიყვანეს. ისინი პოლიციის დღის წინააღმდეგ გამართული მიტინგის დარბევისას დაზარლადნენ.

მოგვიანებით, ჰოსპიტალიზირებულთა გვარებიც გახდა ცნობილი. ეს თავის არეში დაჭრილი „ხალხის პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წევრი კახა ბერიშვილი და მოძრაობა „დაიცავი საქართველოს" წარმომადგენელი ბიძინე გეგიძეა, რომლესაც ქვა მოხვდა ფეხში.

როგორც აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა, საზოგადოებრივი ორგანიზაციის „პოლიტპატიმრების სოლიდარობის" ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა - შეტაკების პროვოცირება სპეციალურად დაქირავებულმა ადამიანებმა მოახდინეს.

„ჩვენ არ დაგვირღვევია კონსტიტუციური წესრიგი. სადაც ვიყავით, ჩვენ გვქონდა იქ ყოფნის უფლება... პოლიციამ გზები იქაც კი გადაკეტა, სადაც არ ატარებდა აღლუმს. ჩვენ არ წავსულვართ პროვოკაციაზე, აზრადაც არ გაგვივლია ძალადობა. პროვოკაცია სამოქალაქო ფორმაში გადაცმულმა ხალხმა დაიწყო, რომლებიც სპეცრაზმელების უკან იმყოფებოდნენ და ქვების სროლა დაიწყეს. თავის მხრივ ოპოზიციის წარმომადგენლებმაც სცადეს თავდაცვა",- განმარტა მან.

დილიდან ოპოზიციონერთა კოლონა სამინისტროსკენ დაიძრა, სადაც პოლიციის აღლუმი ტარდებოდა. მაგრამ, ისინი იძულებულნი გახდნენ შემოვლითი გზით წასულიყვნენ რკინიგზის გასწვრივ. თუმცა სპეცრაზმი იქაც იდგა. მართლაც ხომ არ მიუშვებდნენ ოპოზიციონერებს შსს-ს მინის შენობასთან - ის ხომ ასეთი სათუთია.

სახელისუფლებო მასმედიის ვერსიით, სისხლისღვრის პროვოცირება თავად ოპოზიციონერებმა მოახდინეს „კრემლის საძმოს - ნინო ბურჯანაძის, ზურაბ ნოღაიდელის, გიორგი და ლევან გაჩეჩილაძეების, კობა დავითაშვილის, კახა კუკავას, ზვიად ძიძიგურის, კოკა გუნცაძის და ეკა ბესელიას" ხელმძღვანელობით.

პოლიციის აღლუმის გამო აღშფოთებას, სხვა პოლიტიკური ლიდერებიც გამოხატავდნენ - ირაკლი ალასანია და მისი „ალიანსი საქართველოსთვის", სოსო შატბერაშვილი - ლეიბორისტების ერთერთი ლიდერი. თუმცა აქციაზე გამოსვლას მოერიდნენ და ხელისუფლების პრეოვოკაციაზე არ აყოლის მწოდებით შემოიფარგლნენ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100