RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოში ახსოვთ. ყველაფრის და მიუხედავად

11.05.2010  |  09:38

5976.jpegსაქართველოში ბოლო-ბოლო, მაინც აღნიშნავენ ფაშიზმზე გამარჯვების 65 წლისთავს. ამას ერეკლე მეორის საზოგადოება გააკეთებს, რომელიც საქართველოში იმისათვის შეიქმნა, რომ დახმარება გაუწიოს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენას. 9 მაისს საზოგადოების წევრები, თბილისში ყოფილი გამარჯვების პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მიიტანენ ყვავილებს.

ერეკლე მეორის საზოგადოების ოფიციალურ შეტყობიონებაში ნათქვამია, რომ სავალდებულოა 400 ათასი ქართველი ჯარისკაცის და მილიონი სხვა ხალხების ბავშვების ხსოვნისთვის პატივის მიგება, რომლებიც მეორე სამამულო ომში დაიღუპნენ და მადლიერების გამოხატვა ვეტერანების მიმართ. საზოგადოების წევრების აზრით, ეს ორმაგად აუცილებელია დღეს, როდესაც საქართველოს მრავალ კუთხეში ანადგურებენ სამამულო ომის გმირების სადიდებლად შექმნილ ქანდაკებებს, სტელებს და მემორიალურ დაფებს, მაშინ როდესაც ცდილობენ გააუფასურონ მათი თვადადება.

გუშინ თბილისში, ქართულ-რუსული პოეზიის ალმანახის მესამე ნომრის პრეზენტაცია შედგა - სახელწოდებით „სამუდამო დიდება გმირებს", რმელშიც ქართველი და რუსი პოეტების ლექსებია შესული დიდი სამამულო ომის თემაზე. პრეზენტაციას სამამულო ომის ვეტერანები ესწრებოდნენ, რომლეთ შორის - ერეკლე მეორის საზოგადოების საპატიო წევრებიც არიან.

საზოგადოების თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძემ აღნიშნა, რომ საქართველომ ფრონტზე 700 ათასი ადამიანი გაგზავნა, სახლში ნახევარზე ნაკლები დაბრუნდა ცოცხალი. „საქართვეოს შეუძლია იამაყოს იმ წვლილით, რომელიც მას მიუძღვის მეორე მსოფლიო ომის დასრულებაში",- მის ციტირებას ახდენს რია ნოვოსტი.

შაბათს, 8 მაისს საზოგადოების გორის ფილიალი დაარსდება, რის შემდეგაც საზოგადოების წევრები ყვავილების გვირგვინს მიიტანენ იოსებ სტალინის ძეგლთან. ქალაქ გორში გეორგიევსკის ლენტები დარიგდება. მომდევნო დღეს, 9 მაისს ერეკლე მეორის საზოგადოება თაიგულებს მიიტანს უცნობის ჯარისკაცის საფლავზე ვაკის პარკში. ამას შემდეგ ისინი კუკიის ძმათა სასაფლაოზე შეიკრიბებიან, სადაც დიდ სამამულო ომში დაღუპული მართლმადიდებელი მეომრების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდება.

როგორც GeorgiaTimes მოუთხრო საქართველოს ხალხების მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალის დირექტორმა ნანა ჭყოიძემ, ასეთი აქციები იმისთვის არ ტარდება, რომ ჭკუა ასწავლონ საქართველოს ხელისუფლებას. „მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვწევს ძალა ამის გასაკეთებლად,- თქვა მან.- ის გზა რომელიც მათ აარჩიეს, არასწორი გზაა. ხელისუფლებამ უნდა ნახოს, რომ აქციებში ყველა თაობის ადამიანი მონაწილეობს. თუ კი ჩვენ დავივიწყებთ ჩვენს წარსულს, მაშინ ვერასოდეს ვერ ავაგებთ მომავალს. ამგვარი აქციებით ჩვენ იმის თქმა გვინდა, რომ არავინ და არაფერი არ არის დავიწყებული".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100