RSS
на русском en in english
25.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართველები რუსეთთან ურთანხმოების წინააღმდეგნი არიან

11.05.2010  |  09:39

5977.jpegმეგობრული ურთიერთობები ჰქონდეთ რუსეთთან, მაგრამ ამასთან ერთად დაცულები იყვნენ ნატოს ჯარებით - ასეთია საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის სურვილი. ეს ამერიკულ ნაციონალურ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა. ქართველების ცნობიერებაში ეს შეთავსებადია, რუსებისთვის კი ნატოს სამხედრო დოქტრინა ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ საფრთხედ რჩება, ასე რომ ქართველების სურვილი განუხორციელებელია.

გამოკითხულ ქართველთაგან, მხოლოდ შვიდი პროცენტი თვლის, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში აბსოლუტურად მისაღებია. 25 პროცენტი - კატეგორიულად წინააღმდეგია, 28 პროცენტი კი, ნაწილობრივაა წინააღმდეგი.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი რეზულტატები გამოაქვეყნა ამერიკულმა ნაციონალურ-დემოკრატიულმა ისნტიტუტმა, რომელიც აბსოლუტურად არ არიან დაინტერესებულნი ქართველების რუსეთისადმი სიყვარულში. საქართველოში ორიათასზე მეტ რესპოდენტს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, გუშინ ინსტიტუტის თბილისის ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ წარმოადგინა.

ქართველების უფროს თაობასაც ჯერ კიდევ ახსოვს ხალხების მეგობრობის საბჭოთა პერიოდი და მისი მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი რუსეთში ცხოვრობს, ისინი არ ეპუებიან ქვეყნის ხელმძღვანელობის რადიკალურად ანტირუსულ კურსს.

თუმცა პოზიციის დაზუსტებისას, საინტერესო მომენტი გამოაშკარავდა. ქართველები სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირის დარეგულიერბის მომხრეები არიან, მაგრამ შერიგების პროცესში ოპოზიციური ძალების მონაწილეობას ეწინააღმდეგებიან.

მაგალითად, საკონტროლო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი-ზემო ლარსი"-ს გახსნას საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩრდილოოსურ მონაკვეთში გამოკითხულთა 62 პროცენტი უჭერს მხარს. მიუღებელი ეს რესპონდენტთა მხოლოდ 11 პროცენტისთვის აღმოჩნდა - სავარაუდოდ, იმათთვის ვისაც საქართველოს ყაზბეგის რაიონის მოსაზღვრე ოსების სეპარატისტული აქტივობის ეშინიათ.

საქართვრელოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მერე შეწყდა, კიდევ უფრო მეტი ქართველი ემხრობა - გამოკითხულთა 81 პროცენტი. ვინაიდან, თითქმის ყოველ ოჯახს ჰყავს ნათესავები რუსეთში, რომლებსაც სამშობლოში ფრენა მესამე ქვეყნების გავლით უწევთ: აზერბაიჯანი, ბელორუსია, სომხეთი, რაც საგრძნობლად ზრდის სატრანსპორტო ხარჯებს. ავიაკავშირის აღდგენის წინააღმდეგი, გამოკითხულთა მხოლოდ ოთხი პროცენტია.

ამასთან ერთად, ქართველების უდიდესი ნაწილი - 62 პროცენტი - კრიტიკულად უყურებს საქართველოს ექს-პრემიერის, პარტია „სამართლიანი საქართველოს" ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის მოლაპარაკებებს რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან. ოპოზიციონერის კონტაქტებს მოსკოვში, მხოლოდ რესპოდენტთა 11 პროცენტი უყურებს დადებითად.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100