RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პოლიციური რეჟიმის ექსცესები

11.05.2010  |  09:41

5978.jpegკიდევ ერთხელ დაიწყო პოლიტპატიმარმა ცოტნე გამსახურდიამ ციხეში შიმშილობა. ამჯერად ის იტანჯება არა თავის გამო, არამედ თავისი მეგობრების გამო, რომლებიც ციხის ადმინისტრაციის მიერ იჩაგრებიან. მისი აქციის დასაწყისი დაემთხვა პოლიციის დღეს. საზოგადოებრივი პროტესტები ამ დღეს სისხლისღვრამდე მივიდა და დასრულდა სისხლის სამართლის საქმით თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატის ზვიად ძიძიგურის წინააღმდეგ.

გიორგობის დღეს ცოტე გამსახურდიამ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა ციხეში. ის ითხოვს, რომ ევროსაბჭოს კომისატმა ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხში თომას ჰამარბერგმა ყურადღება მიაქციოს საქართველოს გამოსასწორებელი უწყებების მდგომარეობას, ძირითადად კი ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს.

მის მოთხოვნებს შეუერთდა კონდერვატიული პარტია და მოითხოვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა პატიმრის ცემის გამო.

ეს ცოტნე გამსახურდიას პირველი შიმშილობა არ აროს. გასულ ჯერზე ექიმებმა ის ძლივს დაუბრუნეს სიცოცხლეს. ზვიად გამსახურდიას ვაჟი დააკავეს 2009 წლის 27 ოქტომბერს მეზობელ დავით ბაჯელიძეზე თავდასხმის მიზეზით. თუმცა, თავად დაზარალებული არ ადასტურებდა, რომ მას ცოტნემ ესროლა.

ორი თვის შემდეგ ცოტნეს წინააღმდეგ საქმის გამოძიებას დაემატა ჯაშუშობის ბრალდება. შედეგად, მიუხედავად ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერისა, თბილისის სასამართლომ გამოუტანა მას განაჩენი 9,5 წლით თავისუფლების აღკვეთის.

საზოგადოების აზრით, ის სინდისის კიდევ ერთი ტყვეა. ასეთი ადამიანი კი საქართველოს ციხეში რამდენიმე ათეულია. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ისინი კანონდარღვევებისთვის გაასამართლეს, თუმცა სისხლის სამართლის საქმეები ხშირად საეჭვო ჩვენებებს ექვემდებარება.

მიუხედავად ამისა, ყველგვარი უხერხულობის გარეშე, პრეზიდენტი თავის პოლიციას დეპოლიტიზირებულს უწოდებს. როგორც მან შსს-ს წინ გამართულ აღლუმზე გამოსვლისას აღნიშნა, პოლიცია არ ემორჩილება არც მას და არც ვანო მერაბიშვილს, მისი უფროსი მხოლოდ კანონებია.

თავად მერაბიშვილმა კი განაცხადა, რომ საზოგადოება ენდობა პოლიციას და უყვარს ის, როგორც ეკლესია. თუმცა აღლუმის დროს, ამ "სიყვარულმა" ზედმეტად ნათლად გამოავლინა თავი, როდესაც ოპოზიციის მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია შეუერთდა საზეიმო ღონისძიებას და კორდონებს ქვების სროლა დაუწყეს.

ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდა. შეტაკების რამდენიმე მონაწილე საავადმყოფოში აღმოჩნდა. პოლიციის ვერსიით, ოპოზიციონერებმა პირველებმა დაიწყეს ქვების სროლა. აქციის ორგანიზატორის ეკა ბესელიას თქმით კი ეს ყველაფერი იყო სამოქალაქო ტანსაცმელში ჩართული აგენის პროვოცირებული.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100