RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ვიზე მუშაობს საქართველოს პრეზიდენტი?

13.05.2010  |  00:11

5991.jpegსაქართველომ, დიდი ხნის წინ დაკარგა დამოუკიდებლობა. თანაც ის სულაც არ გამხდარა ჯორჯიას შტატი ნომერი-2, არამდე ლამის რუსეთის სუბიექტად იქცა. ამგვარი აზრის მოსმენა სულ უფრო ხშირად შეიძლება საქართველოში. გუშინ გოგა ხაინდრავამ „ვარდების რევოლუციასა" და 2006 წელს აჭარაში ხელისუფლების შეცვლას, რუსული ინტრიგების ნაყოფი უწოდა. ნაციონალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი იტყობინება, რომ რუსეთის წინაშე ვალების საფასურად მას, საქართველოს ეკონომიკის გერიელ ლუკმებს უთმობენ. ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა "ხელისუფლებამ რუსეთს უსასყიდლოდ იმაზე გაცილებით მეტი დაუთმო, ვიდრე უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა 40 მილიარდ დოლარად".

ყველასთვის ზუსტადაა ცნობილი, რომ „ვარდების რევოლუცია" ამერიკელებმა მოაწყვეს, სწორედ ისინი ასპონსორებდენე ქართულ არასამთავრობო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. ხელისუფლებაში მოსული მთავრობა, სააკაშვილის, პრემიერ ზურაბ ჟვანიას და სპიკერ ნინო ბურჯანაძის შემადგენლობით ასევე სოროსის ფონდიდან ფინანსდებოდნენ. პრეზიდენტის პროდასავლურ ორიენტაციაში, ეჭვი არავის არ შეპარვია. მითუმეტეს, რომ „რევოლუციური სამეულის" ლიდერი კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სტრასბურგში, ნიუ-იორკში, ფლორენციის სამართლის აკადემიაში და გააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიებში სწავლობდა.

მაგრამ, სააკაშვილის პრეზიდენტობის მეექვსე წელს, სულ უფრო ხშირად შეიძლება იმის მოსმენა, რომ ის არანაირი აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს (ცრუ-ს) კანდიდატურა არ არის, არამედ ის ჩვეულებრივი რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს (გრუ-ს) თანამშრომელია და ამაზე ის ადამიანები საუბრობენ ვინც სულ ცოტა ხნის წინ, მასთან ერთად მართვადნენ ქვეყანას.

„ვარდების რევოლუციაც" და აჭარის მოვლენებიც - რუსეთის მიერ დაგეგმილი გადატრიალებაა, რომლის საშუალებითაც კრემლმა საქართველოს ხელისუფლებაში საკუთარი გავლენის ქვეშ მყოფი აგენტები მოიყვანა",- განუცხადა გაზეთ „ასავალ-დასავალ"-ს ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, ახლა კი ოპოზიციონერმა გოგა ხაინდრავამ.

აგენტებში ის თავად მიხეილ სააკაშვილსაც გულისხმობს და მის ბიძასაც, მისი აზრით ისნი „წყვილად მუშაობენ". საქართველოში ჭორები დადის, რომ ახლა ბიზნესმენი, წარსულში კი საბჭოთა უშიშროების ორგანოების თანამშრომელი თემურ ალასანია ცდილობს ძველი კავშირები აღადგინოს მოსკოვში, რათა საკუთარ დისშვილ მიშიკოს „პერსონა ნონ-გრატას" სტატუსი მოუხსნას.

კიდევ ორი „გავლენიანი აგენტი"- შსს-ს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და დაზვერვის შეფი გელა ბეჟუაშვილი, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ, ხაინდრავას აზრით, ციხეში უნდა ჩაესვათ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100