RSS
на русском en in english
17.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დამაზავებელი გამარჯვება

14.05.2010  |  00:15

5999.jpegწელს მოსკოვში გამარჯვების დღის აღნიშვნა, ახალი ეპოქის სიმბოლოდ იქცა რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობებში. რუს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, პირველად გაიარეს აღლუმზე სხვა მოკავშირე ქვეყნების ჯარებმა. ნატოს ქვეყნების მონაწილეობა წითელ მოედანზე გამართულ გამარჯვების პარადში უსიტყვოდ ადასტურებს, რომ ცივი ომის ეპოქამ ჩაიარა და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მოკავშირეები, მზად არიან თანამშრომლობისთვის. ამ შემთხვევაში რა ადგილს დაიკავებენ ის ქვეყნები, ვინც სულ ახალხანს გაცხარებით ცდილობდნენ ისტორიის გადაკეთებას? და ხვდა თუ არა პატარა საქართველოს ადგილი, გამარჯვების 65 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებებში? შორეულ 45 წელს, ხომ სწორედ საქართველოს შვილმა აღმართა გამარჯვების დროშა რეიხსტაგის თავზე. სამასი-ათასზე მეტი ქართველი დაიღუპა დიდ სამამულო ომში, საქართველოს ახალგაზრდა ხელიუსუფლება კი, ამჯობინებს მას სხვისი ომი უწოდოს. მიუხედავად იმისა, რომ შარშან ქუთაისში „დიდების მემორიალი" ააფეთქეს და მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში გამარჯვების აღლუმზე საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას არ მიუღია მიწვევა - დიდი სამამულო ომის ქართველი ვეტერანები, სასურველი და საპატიო სტუმრების სტატუსით იყვნენ მოსკოვში ჩაბრძანებული.

რუსეთის ქართველთა კავშირის მიწვევით, მაისის საზეიმო დღეებში მოსკოვში, ომის ვეტერანები, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები ჩავიდნენ საქართველოდან. „გამარჯვების 65 წლისთავის აღნიშვნა - ისტორიული მოვლენაა. თანაც, არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ მთელი მსოფიოსთვის. ვინაიდან როგორც არ უნდა მოისურვონ, ისტორიის გადაწერა ან გადაკეთება შეუძლებელია. ჭეშმარიტება ერთია. სწორედ ამიტომ რუსეთის ქართველთა კავშირმა, ამ საიუბილეო დღეებზე ომის მონაწილეები და ვეტერანები მოიწვია საქართველოდან, მათთან ერთად კი ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებიც",- აღნიშნა რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ.

მან განაცხადა, რომ დღევანდელი დღის მთავარი ამოცანაა - ყოველივე პოზიტიურის შენარჩუნება, ყოველივე კეთილის, რაც საქართველოსა და რუსეთის ხალხებს აკავშირებდათ. „დიახ, უკანასკნელ პერიოდში მრავალი ურთიერთწყენა და იმედგაცრუება იყო. დიახ, ჩვენი დაცილება სურთ. მაგრამ, შესაძლებელია კი იმ უხილავი ძაფების გაწყვეტა, რომელებიც ჩვენს ხალხებს აკავშირებს? ზოგიერთები დღეს ისტორიის გადაკეთება ცდილობენ. მაგრამ, რა ვუყოთ იმ რუსი მწერლებისა და პოეტების უამრავ ნაწარმოებეს, სადაც საქართველოს ადიდებენ? როგორ მივჩქმალოთ ქართველი კინემატოგრაფისტების ქმნილებები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია რუსეთთან? ყოველ მოაზროვნე ადამიანს ესმის, რომ მოვიდა დრო როცა ერთმანეთს იმედები კი არ უნდა გავუცრუოთ, არამედ პირიქით - ერთმანეთთან დაახლოება დავიწყოთ, როგორც ეს ადრე იყო".- განმარტა ხუბუტიამ.

1
 2 3 4 5
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100