RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ლობირებული ფრენა

17.05.2010  |  10:01

6010.jpegთბილისსა და მოსკოვს შორის ავია რეისების მესამე სერია, მაისის ბოლოსთვის იგეგმება. უკვე შემოვიდა ამის მოთხოვნა ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-სგან და რაც მთვარაი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ განაცხადა, რომ არ არის ამგვარი პრაქტიკის წინააღმდეგი. ავიაგადამზიდი კომპანიები ითხოვენ, არ მოხდეს სატრანსპორტო კავშირისა და პოლიტიკის აღრევა. მაგრამ, ყველასათვის ცნობილია, რომ ძვრები ამ დარგში მხოლოდ მას მერე დაიწყო, რაც რუსეთში საქართველოს ინტერესების ლობიერებით ოპოზიციის გარკვეული ნაწილი დაკავდა, საქართველოს ექს-პრემიერის ზურაბ ნოღაიდელის ხელმძღვანელობით.

განაცხადი Georgian Airways-ისგან უკვე შემოვიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში. უწყება დაპირებას იძლევა, რომ გადაწყვეტილებას ერთი ან ორი სამუშაო დღის განმავლობაში მიიღებს.

ქართველები, თბილისიდან მოსკოვში და უკან პირდაპირი 12 ჩარტერული ავიარეისის განხორციელების ნებართვას ოთხოვენ 2010 წლის 24 მაისიდან 1 ივლისის ჩათვლით - სესიებისა და საზაფხულო არდადეგების დაწყების პერიოდში.

„გავაგზავნეთ მოთხოვნა და ველოდებით პასუხს. ჩვენის აზრით, პასუხი დადებითი იქნება",- განაცხადა Georgian Airways-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ნინო გიორგობიანმა ტელეკომპანია „კავკასიის" ეთერში. მისი თქმით, ავიოკომპანია მზად არის ფრენების განსახორციელებლად „თუ კი ხელისუფლებები მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას".

სავარაუდოდ, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება. ვინაიდან ჯერ კიდევ მის გაგზავნამდე, ამისათვის სრული მზადყოფნა გამოხატა რუსეთის გერპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა.

„ვერ ვხედავთ პრინციპულ დაბრკოლებებს რეგულარული საავიაციო კავშირის აღდგენასთან დაკავშირებით",- წერილობით უპასუხა მინისტრმა, სენატორებს სამთავრობო საათის დროს. მისი თქმით, მოსკოვი „უცვლელად აკმაყოფილებს ქართული კომპანიების განაცხადებს 40 ჰუმანიტარული ავიარეისის განხორციელებაზე სადღესასწაულო პერიოდში". და საერთოდაც, რუსეთი ცდილობს ყველაფერი შესაძლებელი გააკეთოს „რათა გადაწყვიტოს ის პრაქტიკული და ჰუმანიტარული საკითხები, რომლებიც ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებს აწუხებთ".

აქვე ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს ხელისუფლების სათავეში ადეკვატური და პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსები მოვლენ, რომლებიც უახლოეს მეზობლებთან მშვიდობიან და კეთილ ურთიერთობებს ისურვებენ. სწორედ მაშინ დაიწყება რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების სრულმასშტაბიანი აღორძინება.

ამჟამინდელი ანტირუსული პოლიტიკა, არ არის ქართველების უმეტესი ნაწილის განწყობის გამოხატულება და ქვეყნის შიგნით ხელისუფელბის კონსოლიდაციისთვის გამოიყენება.

1
 2 3 4
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100