RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ბრძოლა ”პირველი კავკასიურისთვის”

18.05.2010  |  10:23

6017.jpegთბილისი პარიზის სასამართლოში აპირებს დაიცვას ჩრდილოკავკასიური მიმართულებით გავლენის უფლება. ქართულმა ხელისუფლებამ გაუშვა პირველი კავკასიური არხი რუსულ ენაზე, რათა რეგიონის მოსახლეობისთვი მიეწოდებინა თავისუფლებისა და დემოკრატიის მისეული ხედვა ამ არეულ რეგიონში. ამ პიარ-სვლას ჯერჯერობით ხელისუფლებისთვის არ მოუტანია სასურველი დივიდენდები. პირველი კავკასიური იყო ტელეეთერში მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში. ფრანგულმა თანამგზავრულმა არხმა Eutelsat იანვრის ბოლოს შეწყვიტა ამ არხის მაუწყებლობა. საქართველო, რომელიც არ მალავს თავის აღშფოთებას, ადანაშაულებს რუსეთს ფრანგულ კომპანიაზე ზეწოლაში და თავისი პიარ-ომის უფლებას სასამართლოში იცავს. პირველი პარიზული კომერციული სასამართლო დღეს გააგრძელებს საქმის მოსმენას, რომელიც ეხება პირველ კავასიურ არხსა და Eutelsat-ს. ამასობაში ქართული მასმედია კვლავ პანიკამ შეიპყრ რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმის გამო.

პარიზის სასამართლო 22 მარტს შეუდგა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარჩელის განხილვას. დღეს გაიმართა მორიგი მოსმენა პარიზის სასამართლოში. ვარაუდობენ, რომ განაჩენი მაისის ბოლოს გახდება ცნობილი.

ქართული მასმედიის თქმით ახლანდელ მოსმენაზე ქართულ მხარეს წარადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე მაია ბიჭიკაშვილი. ოფიციალური თბილისის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კვლავაც აქვთ იმის იმედი, რომ პარიზის სასამართლო აღიარებს არაეთიკურ ქცევას ფრანგული თანამგზავრული კომპანიის მხრიდან. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამუერვეო საბჭოს წევრმა ლევან გახელაძემ თქვა, რომ "პროცესი ჯერჯერობით მოსმენის ეტაპზეა და რთული სათქმელია, თუ ვის სასარგებლოდ დასრულდება ის".

თბილისში დარწმუნებულები არიან, რომ ფრანგული ოპერატორი რუსეთის ზეწოლის ქვეშ მოქმედებდა. ერთ-ერთმა ქართულმა გაზეთმა ასეთი ინფორმაციაც კი გამოაქვეყნა: "Eutelsat-მა ქედი მოიხარა რუსეთის წინაშე". ახლა ქართული მხარე მოითხოვს პირველი კავკასიურის მაუწყებლობის განახლებას და რამდენიმე მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდას. ფრანგული კომპანია კი ამტკიცებს, რომ სატესტო მაუწყებლობის ვადა ამოიწურა, ახალი კონტრაქტი კი არ არის გაფორმებული. ფრანგულმა კომპანიამ ქართულ არხს შესთავაზა ახალი სიხშირე, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგანაც ახალი სიხშირე არ ფარავდა დსთ-სა და აღმოსავლეთ ევროპის რუსულ ენოვან ნაწილს.

არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ "პირველი კავკასიურის" მთავარი მიზანი არის თავისი გავლენის გავრცელება ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებზე, უფრო სწორად კი რუსეთისთვის სამაგიეროს გადახდა. თბილისში შემთხვევით კი არ შეუქმნიათ ჩრდილო-კავკასიელ ხალხთან მეგობრობის სპეციალური ჯგუფი. ამ კომიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქართული პარლამენტი უახლოეს დროში აპირებს ჩერქეზების ენოციდის აღიარებას. ჯერჯერობით ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის. სავარაუდოდ, თბილისში ჯერ პიარ-ტექნოლოგიებზე ფიქრობენ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100