RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ნატო ორი კურდღლის დევნაში

19.05.2010  |  10:22

6024.jpegჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რეკომენდაციას აძლევენ გაფართოვდეს, მაგრამ ამასთან ერთად უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს რუსეთთან. გუშინ ბრიუსელში ნატოს ახალი სტრატეგიის თეზისები წარმოადგინა, 12 ექსპერტისაგან შემდგარმა ჯგუფმა აშშ-ს ექს-სახელმწიფო მინისტრის მადლენ ოლბრაიტის ხელმძღვანელობით. ცოტა უფრო ადრე მოსკოვის აგრესიული გეგმების შესახებ გაფრთხილებით და ნატოსა და რუსეთის ინტერესების დაბალანსების რჩევით გამოვიდნენ ლონდონელი ექსპერტები. ჯერჯერობით ახალი სტრატეგიის მოხაზულობა ბუნდოვანია, თავად ის კი ორი კურღლის დევნას წააგავს.

მადლენ ოლბრაიტის მოხსენება სენსაციად იქცა. ყველაფერი, რის ჩართვასაც ის ალიანსის სტრატეგიულ კონცეფციაში სთავაზობს, უკვე მრავალჯერაა ნათქვამი, რუსეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის და საკუთარ თავზე ახალი სამხედრო ფუნქციების მორგების გარდა. ისეთები როგორებიცაა ენერგომატარებლებზე ფასების დარეგულირება, გაზის მარშრუტების გაყვანა და კიბერსივრცეზე კონტროლი.

ნატოს გაფართოება, როგორც დოკუმენტშია მითითებული, უნდა გაგრძელდეს. ის ქვეყნები, რომლებსაც გაწევბრიანება სურთ, ალიანსში მას მერე უნდა შევიდნენ, როდესაც წევრობისთვის აუცილებელ პროგრამებს შეასრულებენ, ვარაუდობს „12 ბრძენი".

„უკრაინასა და საქართველოსთან პარტნიორობა" მოხსენების განსაკუთრებულ ნაწილშია გამოყოფილი. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საქართველოში 2008 წლის ომი ალიანსის ჩავარდნად იქცა. სამომავლოდ საჭიროა ამის თავიდან აცილება და ამ ქვეყნებთან ახლო ურთიერთობების დამყარება. „ნატომ რეგულარულად უნდა გამოიყენოს კომისიები ნატო-უკრაინა და ნატო-საქართველო, რათა საერთო უსაფრთხოების პრობლემები განიხილოს და პრაქტიკულ თანამშრომლობას შეუწყოს ხელი, მათ შორის თავდაცვის რეფორმირების დარგშიც". - აღნიშნულია მოხსენებაში.

მოხსენების პრეზენტაციაზე ოლბრაიტმა ასევე მიანიშნა, რომ „ალიანსის იმდენად მოქნილი და ეფექტური უნდა იყოს, რომ საშუალება ჰქონდეს ოპერაციები მოშორებულ ტერიტორიებზე ჩაატაროს". ანუ ალიანსის ფარგლებს გარეთაც კი.

მაგრამ, როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, ნატო ამ ყველა გეგმის შეთავსებას, რუსეთთან დაახლოებასთან ერთად აპირებს. ამ მიმართულებით პრიორიტეტებად უნდა იქცეს ავღანეთი და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გაშლა, ირანისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

„აუცილებელია პარტნიორებთან თანამშრომლობა ისეთ შემთხვევაში, როდესაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების განხორციელება, - ამბობს ოლბრაიტი. - გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მარავალს რუსეთის პოზიტიურ როლში ეჭვი ეპარება, თუმცა აუცილებელია ნატოსა და რუსეთის ურთიერთობების განვითარება. სადაც ძალიან დიდი როლი დაეთმობა ტერორიზმთან ბრძოლას".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100