RSS
на русском en in english
20.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ბურჯანაძე :“გორი ჩვენებმა დაბომბეს“

20.05.2010  |  10:26

6031.jpegოპოზიციონერი ნინო ბურჯანაძე პრესის ყურადღების ცენტრში მოხვდა, თავისი არაერთგვაროვანი განცხადების გამო: ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ 2008 წლის აგვისტოში გორი ჩვენებმა დაბომბეს. მმართველი პარტიის დეპუტატები სარკასტულად ადასტურებენ: ვლადიმერ პუტინის თანამოსაუბრისთვის „ჩვენები" რუსები არიან.

ნინო ბურჯანაძე ევროპული და რუსული ტურნედან, ქვეყნის ხელისუფლების მამხილებელი ახალი ფაქტებით დაბრუნდა. მაგრამ, აეროპორტში ჟურნალისტებმა მას ისეთი არასასიამოვნო შეკითხვები დაუსვეს, რომ მან ყველა კოზირის გახსნა აღარ მოისურვა.

განსაკუთრებით პრესას მისი გუშინწინ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის" გაკეთებული განცხადება აინტერესებდა: „როდესაც ომის პერიოდს ვიხსენებ, ვფიქრობ, რომ გორის ცენტრი ჩვენებმა დაბომბეს".

მაგრამ, პოლიტიკოსმა ამაზე გაკვრით საუბარი არ მოისურვა: „არა მგონი ახლა ამაზე კომენტარის გაკეთება იყოს საჭირო. თუ კი ისურვებთ, ამ თემაზე ცალკე ვისაუბროთ",- განაცხადა ოპოზიციური პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა. მისი თქმით, გორის დამბომბვის შესახებ „ცოტა სხვაგვარად იყო" ნათქვამი.

თავად მან საუბრის მისთვის საინტერესო თემაზე გადატანა სცადა: რატომ ჩხრიკავდნენ მის ბარგს თბილისის აეროპორტში საათნახევარი? „მე მაინტერესებს, რატომ ფიქრობს ჩვენი ხელისუფლება, რომ მე ჩემოდნებით ჩამოვიტან ფულს, შემდეგ კი ვანო მერაბიშვილის დახმარებით ტელევიზიებით გავავრცელებ ამ ინფორმაციას. მე ასე შეზღუდული ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ? ჩვენი ხელისუფლება კი ტოვებს ასეთ შთაბეჭდილებას",- გაკილვით განაცხადა პოლიტიკოსმა.

ჩხრეკას კიევის რეისის ყველა მგზავრი დაექვემდებარა, განმარტავენ მებაჟეები. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ამის გაკეთება თითქოს და მიუნხენელი კოლეგების გაფრთხილების შემდეგ მოუხდა. ამ განმარტებებთან დაკავშირებით თავად ბურჯანაძე, როგორც მის პარტიაში ადასტურებენ, გამოძიების მაგვარი რაღაცის ჩატრებას აპირებს. ის ოფიციალურ მიმართვას ამზადებს გერმანიის ფედერალური პოლიციის სახელზე, მიუნხენის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის და საქართველოში გერმანიის სალეჩოს სახელზე, წერილი დღესვე გაიგზავნება. პარლამენტრის ექს-სპიკერი ამ უწყებებისგან ინფორმაციის დაზუსტებასა და განმარტებას ითხოვს.

აეროპორტში ბურჯანაძემ ჟურნალისტებს მიანიშნა, რომ მზად არის ბევრი საინტერესო რამ უამბოს მათ მოგზაურობის რეზულტატების შესახებ და აუცილებლად იტყვის ყველაფერს, როცა სახელმწიფო ტელეარხები „პატივს დასდებენ მას და ეთერს დაუთმობენ".

1
 2 3 4
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100