RSS
на русском en in english
25.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართული ფესვების ამოძირკვა

20.05.2010  |  10:31

6033.jpegანგლოსაქსურ კულტურასთან გაერთიანებამ საქართველოში მანიაკალური სახე მიიღო. საგარეო საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ აღმოფხვრის თავისი ქვეყნის დასახელებას რუსულ ვარიანტში და ჩაანაცვლებს მას ინგლისური სახელით - ჯორჯია. ამ თხოვნით მან უკვე მიმართა იაპონიამ. ახლან გრიგოლ ვაშაძემ ეს ლიტვასაც სთხოვა.

უკვე ლეგენდად იქცა ისტორია, თუ როგორ ჩავარდნენ ამერიკელები პანიკაში, როდესაც გაიგეს, რომ ჯორჯიას თავს დაესხა რუსეთი. მათ ვერაფრით გაიგეს, როგორ მოახერხეს რუსებმა ამერიკული მესაზღვრეებისთვის გვერდის ავლა.

თუმცა ეს კაზუსი საქართველოს ხელისუფლებას საერთოდ არ აღელვებდა. პირიქით, ესიამოვნათ კიდევაც, საქართველოზე ასე ღელავს ამერიკელი ხალხი.

ეფექტი გაითვალისწინეს და 2008 წლის ომის შემდეგ საქართველომ ხელი მოკიდა თავისი ქვეყნის რუსული დასახელების განადგურებას. მისი შეცვლა კი გადაწყვიტეს არა "საქართველო"-თი, არამედ ინგლისური სახელწოდებით.

ახლახან ლიტვაში მყოფმა გრიგოლ ვაშაძემ ჟჲრნალისტებს განუცხადა, რომ ამ იდეაზე მას უარი არ უთქვამს, თუმცა ესმის, რომ სახელწოდება "ჯორჯია" გარკვეულ გაუგებრობებს გამოიწვევს.

"მე გავანადგურებ ტერმინს "გრუზია", გპირდებით. თანაც, არა მხოლოდ ლიტვაში",- ქართული სიფიცხით განაცხადა ვაშაძემ, რომელსაც აქვს რუსეთის მოქალაქეობა და სწავლობდა და დაქორწინდა მოსკოვში.

ჯერ კიდევ 2009 წელს სთხოვა ვაშაძემ ამის შესახებ ლიტვის ხელისუფლებას. თუმცა ამს უარი უთხრეს. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ ენათმეცნიერებმა არ ურჩიეს მას ამ კავკასიური ქვეყნის სახელის გამოცვლა. "მე ძალიან ვფრთხილობ ლინგვისტურ საკითხებში. ყოველთვის ვცდილობ გავითვალისწინო ჩვენი ცნობილი მეცნიერების რჩევები",- თქვა მან.

საქართველოს ელჩი ლიტვაში გიორგი კერდიკოშვილიც წუხდა თავის დროზე, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოს რუსულ სახელს ეძახიან, თავად ქართველებს კი სურთ, რომ მათ ბერძნული ტრადიციების მიხედვით უწოდონ.

თუმცა ელჩმა არ იცოდა, რომ რუსულენოვანის მსგავსი დასახელება სხვა ქვეყნებშიც არის გავრცელებული. სხვათა შორის "გრუზიას" წინააღმდეგ სვლა ვაშაძემ იაპონიაშიც გააგრძელა, რომელსაც სულაც ვერ მიაკუთვნებ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის იაპონელ კოლეგასთან საუბარში განაცხადა, რომ სიტყვა "გრუზია" ნასესხებია რუსული ენიდან და ახლანდელ თბილისს ეს არ მოსწონს. იმავდროულად, მას არ უთხოვია იაპონიისთვის სიტყვა "საქართველოს" გამოყენება. მას სურდა, რომ ეწოდებინათ" ჯორჯია".

ამა წლის მაისისთვის იაპონიის სამინისტროში არაფერი ჰქონდათ გადაწყვეტილი. "ჩვენ მხოლოდ ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორი რეაგირება მოვახდინოთ თხოვნაზე",- თქვა საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა და გამოიყენა სიტყვა "გურუძია".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100