RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილს მხოლოდ კატაპულტი გადაარჩენს

21.05.2010  |  09:20

6038.jpegპრეზიდენტის მფლანგველობა, სულის სიღრმემდე აშფოთებს ოპოზიციას. გუშინ ლეიბორისტებმა, მიხეილ სააკაშვილის მიერ შესყიდული თვითმფრინავის კატაპულტი გააკრიტიკეს, რომლემაც როგორც კინოებშია ისე უნდა გადაარჩინოს ის ა-ლა- კაჩინსკის მაგვარი ტრაგედიის დროს.

მიხეილ სააკაშვილი იშვიათად არის საქართველოში. უფრო ხშირად ის დსაფრინავს ხან აშშ-ში, ხან იორდანიაში, ხანაც ჩინეთში ან პოლონეთში - განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს სად გაფრინდება. მთავარია სახელმწიფოს ხარჯზე, მთელი მსოფლიოს შემოფრენა მოასწროს.

საკუთარი შემოსავალი პრეზიდენტს ცოტაოდენი აქვს. 2009 წლის ოფიციალური დეკლარაციის მიხედვით მან მხოლოდ 59 ათასი ლარი გამოიმუშავა (დაახლოებით 33 ათასი დოლარი), რაც სამჯერ ნაკლებია რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის წლიურ შემოსავალზე. ამას გარდა, საქართველოს პრეზიდენტის ოჯახს არ აქვს არც ძვირადღირებული მოძრავი ქონება, უძრავი ქონებიდან კი - მხოლოდ ცოლის ბინა თბილისის პრესტიჟულ რაიონში.

მუდმივად მოგზაურობის რეჟიმში ყოფნის და ასევე პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა საკუთარი უსაფრთხოება ერთადგილიანი კაფსულით უზრუნველყოს. არც არაფერი ისეთი, მაგრამ თვითმფრინავში ხსენებული უსაფრთხოების სისტემა საქართველოს ბიუჯეტს 7 მილიონი დოლარი დაუჯდა.

„პრეზიდენტი იმდენად შეშინებულია კაჩინსკის ტრაგედიის შემდეგ, რომ საკუთარ თვითმფრინავში სპეციალური კაფსულა ჩაამონტაჟა. ასე რომ ხალხს შეუძლია მშვიდად იძინოს. ღმერთმა დაგვიფაროს და პრეზიდენტის თვითმფრინავს თუ კი რაიმე დაემართება, პრეზიდენტი გადარჩება",- ირონიით აცხადებს ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი იოსებ შატბერაშვილი.

რატომ აძლევს პრეზიდენტი საკუთარ თავს, ამხელა დანახარჯების უფლებას, თუ კი ქვეყანა კრიზისს განიცდის და შრომისუნარიანი მოსახლეობის 16 პროცენტს არ აქვს სამსახური ( ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით)? რატომ შეიძინა 56 მილიონ დოლარად ღირებული თვითმფრინავი „ჩელენჯერი"? ესაჭიროება კი ქვეყანას პრეზიდენტისა და მისი გუნდის ყოველდღიური ვიზიტები სხვადასხვა ქვეყნებში, თუ კი ეს ქვეყნის ბიუჯეტს საშუალოდ 200-250 ათასი ლარი უჯდება?

„ალბათ, ყველას ახსოვს, როგორ აცხადებდა სააკაშვილი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა უბრალო თვითმფრინავებით უნდა ისარგებლონ და ამავ დროულად ის თავად 100 მილიონ ლარს იხდის თვითმფრინავის კეთილმოწყობაში. დაუშვებელია ქვეყნის პრეზიდენტი კრიზისზე, გაჭირვებაზე საუბრობდეს და იმავ დროულად ამდენ ფულს ხარჯავდეს საკუთარ კომფორტზე",- განაცხადა შატბერაშვილმა.

ერთი თვის წინ სააკაშვილმა ბრძანება გასცა ჩინოვნიკების სატრანსპორტო ხარჯები შეეკვეცათ. მაშინ ეს უფრო პოპულიტურ ნაბიჯს წააგავდა არჩევნების წინ, ახლა კი სრულიად გასაგებია, რომ ადგილი ჰქონდა სკურპულიოზულ გათვლას: ყოველი ჩინოვნიკისგან თეთრი - პრეზიდენტს კი კატაპულტი.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100