RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო მონუმენტებით სამაგიეროს გადაიხდის

26.05.2010  |  09:50

6058.jpegპატარა საქართველო ყოველთვის ეპაექრებოდა დიდ რუუსეთს. ეს ტრადიცია ჯერ კიდევ საბჭოთა წლებში შეინიშნებოდა: თბილისში სიამაყით აცხადებდნენ, რომ სწორედ მათი თანამემამულე ახორციელებდა საბჭოთა კავშირში დიდ პოლიტიკას, ამიტომაც ცდილობდნენ პირველ ხაზზე ყოფილიყვნენ მოძმე რესპუბლიკებს შორის. მაშინ პაექრობდბენ კულტურისა და განათლების სფეროებში და მართლაც, საქართველო ლიდერობდა. დროთა განმავლობაში კი ამ სახელმწიფოების პაექრობა პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

საქართველოს ხელისუფლებები ბოლო ათწლეულების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ პრინციპით: „დედას ჯინაზე ყურებს გავიყინავ". პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე შეიძლება ჩავთვალოთ რუსეთის ჯინაზე. საქართველოსთვი კარგი არაფერი მოუტანია პოლიტიკურ სფეროში პაექრობას. არ ღირს საქართველოსა და რუსეთის ყველა პოლიტიკური კრიზისის ჩამოთვლა, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ საქართველო კვლავ ყველაზე ღარიბი ქვეყანაა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. თუმცა საკუთარი ამბიციებზე ოფიციალური თბილისი უარს მაინც არ ამბობს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისში გაიხსნება საქართველოს ერთობისთვის დაღუპულ მეომართა მემორიალი. თითქოს არაფერია ისეთი, ყოველი სახელმწიფოს ვალია პატივი მიაგოს სამშობლოსათვის დაღუპულებს. თუმცა ერთი რამ მაინც არსებობს... ქართული მასმედია შეგვახსენებს, რომ ძეგლზე მოხსენებულიიყო ყველა სახელი და გვარი, რომლებიც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დაგროვდა.

იმის გვათვალისწინებით, რომ გასული წლის დეკემბერში ქუთაისში ააფეთქეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ქართველთა მემორიალი, ეს კიდევ ერთ გამოწვევას ჰგავს. შეგახსენებთ, რომ მონუმენტის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ, რათა იმ ადგილას ახალი პარლამენტი აშენდეს. აფეთქების დროს ნამსხვრევებმა მოკლა დედა და შვილი, კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა. რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით 8 მაისს ჩაედო საფუძველი ახალი ძეგლის მსენებლობას „ფაშიზმთან ბრძოლაში ჩვენ ერთად ვიყავით". ყველა ქვეყნის ვეტერანებმა იგრძვნეს, რომ ძველებურად უყვართ ისინი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა და ახალი რეალიები სულაც არ აფერმკრთალებს მათი გმირობების მნიშვნელობას.

ამ ძეგლის მშენებლობაში აქტიურ მონაწილეობას იღებს ქართველთა კავშირი რუსეთში. ეს ორგანიზაცია ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის ინიციატივას. გამარჯვების 65 წლის იუბილის ღსანიშნავად და საძირკველში ქვის ჩასადებად ქართველთა კავშირმა მოსკოვში მიიწვია ქართველი ვეტერანები.. თბილისში არ ფარავდნენ გაღიზიანებას იმის თაობაზე, რომ მოსკოვში დაიწყეს ამ მონუმენტის აშენება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100