RSS
на русском en in english
17.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აფხაზეთი სამშვიდობო რელსებზე გადადის

26.05.2010  |  10:25

6062.jpegომის რელსებიდან მშვიდობის რელსებზე აფხაზეთი მის პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს გადაჰყავს. მისივე აღიარებით, ამის გაკეთება არც ისე ადვილია. საქართველო ჯერ კიდევ საშიშია, თუმცა უსაფრთხოების რუსული გარანტიები და ჰუმანიტარული დახმარება ამ სახელმწიფოს ახალი პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.

ახლახან სააკაშვილმა განაცხადა, რომ მოვიდა გარდატეხის დრო და ხალხს აღუთქვა კანალიზაციისა და წყალმომარაგების პრობლემების გადაჭრა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაპყრობა აღარ იდგა პირველად მიზნებს შორის.

აფხაზეთშიც შვებით ამოისუნთქეს და პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმაც ასევე გამოაცხადა მშვიდობიანი პროექტების ეპოქა. მისი თქმით, დრო, როდესაც აფხაზეთი იდგა მშვიდობასა და ომს შორის და დროს კარგავდა საქარველოსთან კინკლაობაში, სრულდება. რუსულმა ჯარმა მოახერხა ქართული საკითხის მეორე პლანზე გადაწევა. ახლა პირველ ადგილს იკავებს ქმედითუნარიანი ეკონომიკის აშენება.

რუსეთი უანგაროდ აძლევს აფხაზეთს 10 მილიარდ რუბლს. "რუსეთი ჩვენ გვეხმარება იმისათვის, რომ ჩვენ ფეხზე დადგომა მოვახერხოთ. მას საერთოდ არ სჭირდება ჩვენი პატარა ტერიტორია, მას მხოლოდ სტაბილურობა სჭირდება კავკასიაში",- განმარტა ბაღაფშმა.

აფხაზები პირობას დებენ, რომ ამ თანხას ორგანიზებულად დახარჯავენ. აფხზეთი არ აპირებს დარჩეს ქვეყანას, რომელიც მხოლოდ მანდარინისა და მიმოზების ექსპორტს ახორციელებს. პრეზიდენტის თქმით, უკვე მუშავდებს რიგი პროექტები სოფლის მეურნეობის სფეროებში.

კურორტები კი უნდა გახდეს საბიუჯეტო შემოსავლების მტავარი ყარო. მადლობა ღმერთს, რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების შემდეგ, იქ რუს ტურისტთა რიცხვმა იმატა. გასულ წელს კურორტებზე მილიონმა ადამიანმა დაისვენა.

სამი მილიარდი რუსული რუბლით, ბაღაფშის თქმით, აფხაზეთი კურორტების ინფრასტრუქტურას განაახლებს.

ამას გარდა, აფხაზეთის ხელისუფლება აპირებს საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებს ხელშეწყობას, ასევე ინვესტირებას აგრარულ სექტორში.

განვითარების პირობებს შექმნის ისეთი პროექტები როგორიც არის საავტომობილო გზების მშენებლობა, სარკინიგზო გზების რეკონსტრუქცია, საზღვაო და საჰაერო კავშირის უზრუნველყოფა. ბაღაფშმა ასევე განაცხადა, რომ რუსი ტურისტების გულისთვის მზად არის ერთი წლის შემდეგ ააშენოს კიდევ ერთი ხიდი მდინარე ფსოუზე. "ის რაც დღეს იქ (საკონტროლო გამშვებ პუნქტზე) ხდება, დაუშვებელია. ეს უმსგავსობაა, როდესაც ქალები და ბავშვები იძულებულები არიან რამდენიმე საათი იცადონ მზის გულში და იდგნენ რიგში საზღვარზე",- აღშფოთდა აფხაზეთის პრეზიდენტი.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100