RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილის ბედი გადაწყვეტილია?

26.05.2010  |  23:55

6068.jpegსაქართველოში კვლავ მუსირებს ჭორები, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი წასვლის შესახებ. ეს ან ძალისმიერი გზით მოხდება, როგორც ბიშკეკში და მას მსხვრეპლიც მოყვება. ან სააკაშვილი მშვიდად გადადგება და საკუთარ მემკვიდრედ პარლამენტის სპიკერ დავით ბაქრაძეს დატოვებს. ორივე შემთხვევაში, ეს არ მოხდება მოსკოვის და შესაძლებელია აშშ-ს ჩარევის გარეშეც. თუმცა, თავად პრეზიდენტი კვლავაც აღლუმს ატარებს დამოუკიდებლობის დღესათან დაკავშირებვით და მოდერნიზებულ რუსეთთან მეგობრობაზე საუბრობს.

იმისათვის რომ საქართველოში სამოქალაქო ომი გაჩაღდეს, პატარა პროვოკაციაც საკმარისია, მაგალითად რუსთავლეზე საპროტესტო აქციის დროს მსხვერპლი. ამის შესახებ გაზეთ „ახალი თაობა"-ს განუცხადა ექსპერტმა მამუკა არეშიძემ. მისი შეხედულებით, საქართველოში „მეხუთე კოლონა" ამწვავებს სიტუაციას, რომელსაც რუსეთი ასპონსორებს. პარტიები და ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ლობირებენ, ქვეყანაში „წვიმის შემდეგ სოკოებივით მრავლდება" აღნიშნა არეშიძემ GeorgiaTimes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

თავისთავად უმიზეზოდ, მოქალაქეთა უკმაყოფილებას ვერ გამოიწვევ. უბრალოდ ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები დღენიადაგ მიუთითებენ ხელისუფლების შეცდომებსა და დანაშაულებრივ ქმედებებზე, პრინციპში საკუთარი დანიშნულების მიხედვით, სწორედ ამით უნდა იყვნენ ისინი დაკავებული. თუ კი მათი ინტერესები გარკვეულ საკითხებში ემთხვევა რუსეთისას, ეს ჯერ კიდევ არ არის იმის მანიშნებელი, რომ ისინი მოსკოვმა შექმნა. ბოლოს და ბოლოს, უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში საქართველოს ნაციონალური ინტერესები, რუსეთის ინტერესებს ემთხვეოდა, ვიდრე სსრკ-ს კიდეები ეთნოცენტრულმა ტალღებმა არ წალეკა.

თუმცა, გადატრიალების თემა უმალ აიტაცა გაზეთმა „ალიამ". კონფედენციალურ წყაროებზე დაყრდნობით ის იტყობინება, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკოსის ლიკვიდაცია იგეგმება - ქვეყანაში ქაოსის გამოწვევის მიზნით. შესაძლოა ეს რუსეთის სპეც-სამსახურების „ხელით" გაკეთდეს. ხალხი ქუჩებში გამოვა და შეუქცევადი პროცესები დაიწყება, რაც სააკაშვილის რეჟიმის დასასრულს დააჩქარებს, გაზეთის ციტირებას ახდენს Regnum.

სრულიად შესაძლებელია, რომ სოლიდურობის შემატების მიზნით დასახელებული „კონფედენციალური წყაროს" ქვეშ, ბარაკ ობამას რუსეთის მიმართ დათმობებით უკმაყოფილო ამერიკული გამოცემები იგულისხმებოდეს. კერძოდ, Newsweek-მა მაისის შუა რიცხვებში არა მარტო საქართველოს ხელისუფლების შეცვლა იწინასწარმეტყველა, არამედ ბელორუსიისაც. „ წელს რუსეთმა საკუთარ ნადავლში უკვე ორი სკალპი შეიძლება მოითვალოს - იუშენკო და ბაკიევი: ორივე იმ პრეტედენტებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც მოსკოვის მიმართ კეთილმეგობრულად არიან განწყობილნი",- აღნიშნეს სტატიის ავტორებმა, რომლებიც თვლიან, რომ რუსეთმა „უდავოდ, მთავარი როლი ითამაშა ამ მოვლენებში".

1
 2 3 4
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100