მთავარი | ანალიტიკა | აზრები | ვიდეო | არქივი |
- „პატრიოტი“ - სეპარატისტი აზერბაიჯანლების წინააღმდეგ 29.05.2013 17:15 თბილისში გამოჩნა ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით „პატრიოტი“. მოსალოდნელია, რომ მასში საქართველოში მცხოვრებ 450 ათას აზერბაიჯანელზე მეტი გაერთიანდება. მათი მიზანი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება იქნება. იგი მოახდენს სეპარატისტული განწყობის გაჩენის პრევენციას და გაზრდის აზერბაიჯანლების როლს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის საქმეში. ახლადშექმნილი ორგანიზაციის დამაარსებელთა და წევრთა პირველი ყრილობა უკვე შედგა. „კინოს სახლში“ დაახლოებით 500 კაცი შეიკრიბა. ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალახიარ იუსუფოვი აირჩიეს.
- არა“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 29.05.2013 17:10 საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეაქციამ უახლოესი თანამებრძოლების –„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაზე შიდაპარტიული ცხოვრების პერიპეტიების არმცოდნე ბევრი ადამიანი გააკვირვა. სააკაშვილმა არ დაიცვა მერაბიშვილი, რომელიც ბევრს პრეზიდენტის „მარჯვენა ხელი“ ეგონა. სინამდვილეში, დიდი ხანია, რაც მათ შორის უთანხმოებაა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მალე გაუგებრობა ნაცინალური მოძრაობის ლიდერებს შორის უფრო ღია ხასიათს მიიღებს, რაც, შესაძლოა, პარტიის დაიშალით დასრულდეს.
- რატომ იაფდება საქართველოში დოლარი? 29.05.2013 17:02 ბოლო კვირის მანძილზე ამერიკული ვალუტა საქართველოში საგრძნობლად გაიაფდა. რასთანაა დაკავშირებული დოლარის კურსის ვარდნა? არის თუ არა ეს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის რეალური მაჩვენებელი, თუ ეს, უბრალოდ, სურვილია, კურსის ხელოვნური ცვლილების ხარჯზე დემონსტრირება მოხდეს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება სტაბილიზირდება და უმჯობესდება კიდეც?
- ქართველი მუშების მშიერი ყოფა 29.05.2013 16:58 უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოში ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნის მუშები არიან გაფიცულნი. თუმცა, შიმშილობის გამოცხადების მიუხედავად, საწარმოს ადმინისტრაცია შეუდრეკელია. იგი მიიჩნევს, რომ მუშებს ზურგს უცნობი ძალები უმაგრებენ, რომლებიც მათ არარეალურ და არაადეკვატურ მოთხოვნებს კარნახობენ. ადმინისტრაცია აპირებს, ვაკანტური ადგილების ესახებ გამოაცხადოს, მიიჩნევს რა, რომ ახალი თანამშრომლების აყვანა უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე ძველი მუშების მოთხოვნების დაკმაყოფილება.
- საქართველო სტიქიას რაკეტებს დაუშენს 23.05.2013 13:25 ის იყო სახელმწიფომ კახელ გლეხებს 2012 წლის სეტყვით დაზიანებული მეურნეობებისთვის კომპენსაცია გადაუხადა, რაც ახალი უბედურება მოხდა. ამჯერადაც კახელებისთვის ესოდენ ”კარგად” ნაცნობმა სტიქიამ იჩინა თავი. მთავრობამ დაითვალა, რომ უფრო ხელსაყრელი ზომების წინასწარ მიღება და სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გამოყენება იქნება, ვიდრე სტიქიის შედეგების განეიტრალება. მით უმეტეს, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შემდეგ, ზოგი კახელი ძალიან უცნაურად მოიქცა და თავისი დიდი ხნის ოცნება აისრულა. მაგალითად, ”მერსედესი” იყიდა.
- ვანო მერაბიშვილი დაკავებულია 23.05.2013 13:21 საქართველოში დაკავებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. იგი ქალაქ ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შენობაში, დაკითხვის დასრულებისთანავე დააკავეს.
ფალსიფიკაციებისთვის მზადება
26.05.2010 | 23:56საქართველოს მთავრობს ძლიერ სურს იმის ჩვენება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები აფსოლუტურად დემოკრატიულ პირობებში ჩატარდება. საჩვენებელი პატიოსნების დასამტკიცებლად, რაღაც ეთიკის კოდექსს აწერენ ხელს, რომლის დარღვევასაც არანაირი სანქცია ან სასჯელი არ მოსდევს. ტელევიზიით პრემიერის ვიდეორგოლი ტრიალებს, რომელიც არჩევნების ყველა არკეთილსინდისიერ მონაწილეს ემუქრება. ამავდროულად, ეუთოს დამკვირვებლებმა უკვე მმართველი პარტიის მხრიდან, ოპონენტთა უფლებების შეზღუდვის უამრავი ფაქტი დააფიქსირეს, ოპოზიცია კი ფალსიფიკაციისა და აგიტაციის მეთოდების სულ ახალ-ახალ ფაქტებს ააშკარავებს.
მთავრობის ახალი ფიარ-სვლა: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, საათში ერთხელ სამი მთავარი ტელეარხის ეთერით მიმართავს საქართველოს მოსახლეობას, მოწოდებით - უზრუნველყონ სამართლიანი არჩევნები. ამით მთავრობა ცდილობს აჩვენოს, რომ არ დაუშვებს სახელმწიფო ჩინოვნიკების მხრიდან ზეწოლის მცდელობებს. ყოველ შემთხვევაში ჟურნალისტებს, ასე განუმარტა ამ ტელეპროდუქტის დანიშნულება პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანმა ნიკო მჭედლიშვილმა.
ვიდეორგოლში გილაური დწვრილებით ჩამოთვლის იმ ქმედბებს, რისთვისაც დაისჯებიან ჩინოვნიკები. დასჯად ქმედებებს შორისაა: ოპოზიციონერების მიმართ კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნა, ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობა, გადამოწმების მუქარა თუ ვინ ვის მისცა ხმა, უფროსების მხრიდან ზეწოლა თანამშრომლებზე, პატიმარი ახლობლების გათავისუფლების დაპირებები და ხმის მიცემის რეზულტატების ფალსიფიკაცია.
ყოველივე ეს მართლაც უნდა აღიკვეთოს ხელისუფლების მხრიდან, იდეალურად დემოკრატიულ ქვეყანაში. ამის გარანტირება კი, კანონმა უნდა მოახდინოს და არა მაღალი თანამდებობის მოქნე ჩინოვნიკის პირადმა დაპირებებმა. თანაც როგორ შეიძლება ამ ვიდეორგოლის ნდობა, თუ კი ფაქტები სულ სხვა რამეზე მეტყველებენ.
ახლახან, ეუთოს დამკვირვებლებმა მეორე წინასაარჩევნო მოხსენება გამოაქვეყნეს, რომელშიც უკვე მეორედაა აღნიშნული წინასაარჩევნო რბოლის დროს ჩადენილი დარღვევები. მისია საერთო ჯამში სიტუაციას მშვიდს უწოდებს, მაგრამ ამომრჩევლების და პოლიტიკოსების სკეპტიციზმს აღნიშნავს, იტყობინება Civil Georgia.
არჩევნების სამართლიანობაში დაეჭვების საფუძველს, ისეთი პრეცედენტები იძლევა, რომლებიც მოხსენებაშია აღნიშნული, ასეთებია: სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა ვინც არ ეთანხმება მმართველი პარტიის კურსს, სახელმწიფო ჩინოვნიკების მხრიდან აგიტაცია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების საბაბით, ადმინისტრაციული რესურსებით არათანაბარი სარგებლობა.
მოხსენებაში, მაგალითის სახითაა მოყვანილი სამეგრელო -ზემო სვანეთი რეგიონის გუბერნატორი ზაზა გოროზია, რომლის გუნდიც ზეწოლას ახდენს პარტია „თავისუფლების" კანდიდატებზე, რათა მათ უარი განაცხადონ მესტიაში არჩევნებში მონაწილეობაზე.
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info