RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სამართლიანობის ძიებაში - 27.05.2010

27.05.2010  |  10:00

6074.jpegსაქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია კვლავ ცდილობს ხელისუფლების ყურადღება მიაპყროს მისი შვილის ცოტნეს საქმეს, რომელსაც მიუსაჯეს 9,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მკვლელობის მცდელობის გამო. მან უკვე მესამე შიმშილობა გამოაცხადა. სასოწარკვეთილი ქალი იმუქრებოდა, რომ თავს დაიწვავდა ქვეყნის პარლამენტის შენობის წინ, თუკი ჟურნალისტებს მისი შვილის მონახულების უფლებას არ მისცემდნენ. დააკმაყოფილებს თუ არა ხელისუფლება ამ მოთხოვნას?

ამ დღეებში პარლამენტის წინ ჩატარდა საპროტესტო აქცია, რომლის მოანწილეებიც ითხოვდნენ პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრას, რათა განეხილათ მასთან ცოტნე გამსახურდიას საქმე. შეკრებილთა თქმით, გამსახურდია მძიმე მდგომარეობაში და სურს ჟურნალისტებს მოუთხროს დამკვირვებელთა მხრიდან შეურაცხყოფების შესახებ.

მიტინგის დროს მანანა გამსახურდიამ განაცხადა, რომ მზად არის თავი დაიწვას პარლამენტის შენობის წინ იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება არ შეუშვებს ცოტნესთან ჟურნალისტებს. "ცოტნე უკვე 20 დღეა შიმშილობს და ითხოვს საქართველოს ციხეებში წესრიგის დამყარებას, ის აპირებს მშრალი შიმშილობის გამოცხადებას, რაც შეიძლება ფატალურად დასრულდეს",- ხაზი გაუსვა მან.

ცოტნე გამსახურდია დააკავეს გასული წლის ოქტონბერში თავისი მეზობლისთვის განზრახ ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობის მიყენების გამო. მსჯავრდებული უარყოფდა ამ ბრალდებას და ითხოვდა გათავისუფლებას, რადგანაც გამოძიების დროს მისმა მეზობელმა განაცხადა, რომ გამსახურდიას მისთვის არ უსვრია. თუმცა, მიუხედავად მტკიცებულებების არქონიდა, თბილისის სასამართლომ რამდენჯერმე გააგრძელა გამოძიება, უფრო მეტიც, ცოტნეს წინააღმდეგ სასამართლო პროცესის დროს ახალი საქმეც აღძრეს. თავიდან - განზრახ მკვლელობის მცდელობა, შემდეგ - ჯაშუშონა რუსეთის სასარგებლოდ და ანტისახელისუფლებო შეთქმულებაში მონაწილეობა.

თებერვალში ძველ ბრალდებებს დაემატა კიდევ ერთი - მსუბუქი ჭრილობების მიყენება. პრკურორმა ცოტნეს გაუხსენა ათი წლის წინანდელი ამბავი: თურმე, 1998 წლის 21 ნოემბერს ცოტნე გამსახურდიამ ზიანი მიაყენა პოლიციელს. ამასთანავე, ბრალდებამ იგნორირება გაუკეთა საქმის წარმოების ელემენტარულ წესს: მან აღძრა სისხლის სამართლის საქმე დაზარალებულის სარჩელის გარეშე და დანაშაულის ვადის გასვლის შემდეგ. ამ ამბის გვირგვინი კი გახდა განაჩენი - გამსახურდიას 9,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში ცოტნემ უკვე სამჯერ გამოაცხადა შიმშილობა. პირველი იმით დასრულდა, რომ ექიმებმა ის ძლის გამოიყვანეს კომასთან ახლოს მდებარე მდგომარეობიდან ელექტროშოკის მეშვეობით. დეკემბერში ცოტნემ გამოაცხადა შიმშილობა მეორედ, რამაც კომა გამოიწვია.

გონზე მოსვლის შემდეგ, გამსახურდიამ მესამედ დაიწყო შიმშილობა. ის უკვე 20 დღეა შიმშილობს და იმუქრება, რომ წყალზეც უარს იტყვის, ამან კი მისი სიკვდილიც შეიძლება გამოიწვიოს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100