RSS
на русском en in english
20.08.2018
არხივი სტატიები
სტატიები

ნათელი ქართული მომავლის სურვილები კლინტონისგან

28.05.2010  |  11:35

ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმაც აღუთქვა საქართველოს მხარდაწრა. მან უარყო კონ მაკკეინის ვარაუდი იმის შესახებ, რომ ობამამ მიატოვა საქართველო ბედის ანაბარა. "ამერიკას არ შეუცვლია თავისი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით",- განაცხადა ამერიკის ელჩმა.

ცვლილებები არ შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საფუძვლებს. "ობამას მოსვლის შემდეგ შეიცვალა მიდგომა, რომელსაც თეთღი სახის რუსეთთან მიმართებით იყენებს",- აღნიშნა ბასმა.

ბასმა ასევე დაადასტურა ნატოს სურვილი შემადგენლობაში საქართველოს ჩართვის შესახებ. "ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა გავაძლიეროთ სამხედრო სფერო და თავდაცვა",-თქვა მან.

თუმცა თუკი საქართველოს ნატოს სტანდარტებთან მიახლოვება ადვილი გადასაჭრელია, მაშინ ტეორიტორიული პრობლემების არქონა მაინც განუხორციელებელია თბილისისთვის. ქართველები არ აპირებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას.

ანუ, ერთის მხრივ ამერიკელები ცდილობენ დაარწმუნონ სააკაშვილი მხარდაწრაში, თუმცა მეორეს მხრივ ნათლად მიანიშნებენ, რომ რუსეთთან კამათს საქართველოს გამო არ აპირებენ. როგორც ამერიკის კონგრესის წევრმა ელისონ შვარცმა განაცხადა, მოსკოვის თანხმობა ბირთვული იარაღის წარმოების შემცირებაზე არის ობამას მთავარი პრიორიტეტი.

"ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი იყოს მოკავშირე. ჩვენ არ ვაყენებთ საკითხს: ან რუსეთი, ან საქართველო. ჩვენ გვურს, რომ რუსეთიც და საქართველოც ჩვენი მოკავშირეები იყვნენ. ამიტომ ვაგრძელებთ ჩვენ რუსეთთან მოლაპარაკებებს მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხებზე",- განაცხადა ელისონ შვარცმა.

უფრო მეტიც, საქართველოს დასავლეთში სულ უფრო ხშირად ურჩევენ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მტკივნეული თემების გვერდის ავლით შსაძლებელი იქნებოდა ეკონომიკური კავშირების აღდგენა. მაისში სწორედ ამისკენ მოუწოდა სააკაშვილს ევროკავშირის სპეცწარმომადგენელმა პიტერ სემნებიმ.

რუსულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის აუცილებლობა მიუთითებს ასევე ჯონ ბასიც. მისი თქმით, ქართულ ბაზარზე რუსული კომპანიების გამოჩენა მისასალმებელი უნდა იყოს. შეზღუდვები უნდა დაწესდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს შეეხება დასავლური ბიზნესის ინტერესებს, თვლის ბასი.

ამასთანავე ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დასავლური ინვესტიციები პრატქიკულად არ არსებობს საქართველოში. მთავარი ინვესტორბეი არიან თურქები, არაბები და ჩინელები. ეს კი საქართველოს ხელისუფლებას უფრო მეტად უნდა აღელვებდეს, ვიდრე რუსული ბიზნესის ყოფნა საქართველოში.

თუმცა, საქართველოს ნათელი მომავალი ითვალისწინებს რუსეთთან კარგ ურთიერთობებს. მის გაღიზიანებას ბარაკ ობამას ადმინისტრაცია სულაც არ აპირებს.

 

სალომე ბატიანი

1 
2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100