RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ნათელი ქართული მომავლის სურვილები კლინტონისგან

28.05.2010  |  11:35

6078.jpegსაქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც გააგზავნა ქვეყანაში სალამი. მან სრული მხარდაჭერა გამოთქვა საქართველოს მიმართ. ამერიკისა და საქართველოს მეგობრობაზე ამერიკის ელჩი ჯონ ბასიც საუბრობდა. თუმცა თავად ბარაკ ობამასგან არაფერი ისმის.

ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქვეყნის პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა განვითარებამ. "მე დარწმუნებული ვარ საქართველოს ნათელ მომავალში",- დაამატა მან.

მხედრიონისა და ვარდების რევოლუციის დროსთან შედარებით, საქართველო ნამდვილად მომწიფდა პოლიტიკურად. რევოლუციები აღარ ხდება, სახელისუფლებო პარტია მკვიდრად ზის სკამზე, არც საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებებია მოსალოდნელი.

აი რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, აქ ჰილარი კლინტონმა დღესასწაულის გამო ასიამოვნა ქართველებს. ეკონომისტების გამოკვლევამ ცხადყო, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მშპ-ს წილი ერთ სუკ მოსახლეზე შემცირდა, ჯარზე გაწეული ხარჯები კი გაიზარდა. ეს ყველაფერი განსაკუთრებით კარგად სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით ჩანს, ისინი ავითარებდნენ სოფლის მეურნეობას და სხვა სფეროებს და გაუსწრეს საქარველოს.

მთელი შიდა პრობლემების მიუხედევად, კლინტონის თქმით, საქართველო არის ამერიკის ძვირფასი მეგობარი და პარტნიორი. რა არის მისი ფასი? აშკარაა, რომ არ იგულისხმებოდა მისი სიმდიდრე და საერთაშორისო წონა. ფასეულობა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს წყალობით აზერბაიჯანიდან და შუა აზიიდან ნავთობის კიდევ უფრო დიდი ნაკადი წავა დასავლეთისკენ რუსეთის გვერდის ავლით ნაბუკოს პროექტის განხორციელების შემთხვევაში.

ამერიკელებისთვის ასევე საქართველოს უკომპრიმისო სურვილი ნატოში შესვლისა არის სასიამოვნო, რადგანაც ეს საშუალებას იძლევა გაიზარდოს ანტისაბჭოთა სამხედრო ალიანსი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხარჯზე. უკრაინის პრეზიდენტის შეცვლის შემდეგ, სააკაშვილის ერთგულება კიდევ უფრო დასაფასებელი გახდა.

მაგრამ რატომღაც ბარაკ ობამა არ ეხუტება მიხეილ სააკაშვილს, არ იწვევს მას თეტღ სახლში, არც თავად ჩადის თბილისში, სადაც ერთი სული აქვთ როდის დაარქმევენ მორიგ ქუჩას ამერიკელი მფარველის სახელს. დასავლურ პრესაში წერენ იმის შესახებ, რომ ამერიკამ საქართველო ბედის ანაბარა დატოვა ვაშინგტონთან თანამშრომლობის სანაცვლოდ.

ეს ტენდენცია საქართველოს აშფოთებს. სააკაშვილის ხელისუფლება მხოლოდ იმიტომ არ მიდიოდა რუსეთთან კომპრომისებზე, რომ ყოველთვის დარწმუნებული იყო ამერიკის უსიტყვო მხარდაჭერაში. ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია კი იმიტომ აფასებდა ოფიციალურ თბილისს, რომ ის მოსკოვს დაუპირისპირდა. ეს იყო ამერიკელების რუსეთზე გეოპოლიტიკური გამარჯვება. ნუთუ ამერიკელებმა ამაზე უარი თქვეს ავრანეთსა და ირანზე რუსეთის გავლების გამოყენების გამო?

არა, უარი არ უთქვამთ. კლინტონმა თქვა: "დღეს ჩვენ კვლავ ვუცხადებთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100