RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

გამარჯვების შანსი

31.05.2010  |  09:19

6086.jpegდღევანდელი დღიდან საქართველოში შეწყდა თვითმმართველობის ორგანოებში კანდიდატების აგიტაცია. კამპანიის შეჯამებისაა, ექსპერტები ოპოზიციური ფიარის სისუსტეს აღნიშნავენ, მმართველი პარტიის მომგებიან სოციალურ აქცენეტებსა და ადმინისტრაციული რესურსების ყოვლისშემძლეობას. მოსახლეობის გამოკითხვების უმეტეობა კარგად გამოხატავს, ერთი შეხედვით დემოკრატიული ქვეყნის პარტიებს შორის არათანასწორ მდგომარეობას.

მიხეილ სააკაშვილის პარტიის დამარცხება, რომელსაც კონტროლის ქვეშ ჰყავს მასობრივი ინფორმაციის მთავარი წყაროები, შეუძლებელია. გუშინ, ამის შესახებ ოპოზიციური ტელეარხის „მაესტროს" პირდაპირ ეთერში განაცხდა საფრანგეთიდან, საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა.

გასულ წელს მას როგორც მესიას ისე ელოდნენ. რადიკალურად განწყობილი ძალები მისი გავლენის, კავშირების და ქარიზმის დახმარებით პრეზიდენტის ფიგურის ჩამოგდებას იმედოვნებდნენ საქართველოს პოლიტიკური ველიდან. მაგრამ ოქრუაშვილი, რომელიც თავის ყოფილ შეფს სამხრეთ ოსეთის ომის წინასწარ მზადებაში ადანაშაულებს და კორუფციის ბრალდებით იძებნება, არ ჩამოვიდა საქართველოში.

წელს ექს-მინისტრის მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის" თავიდან დარეგისტრირდა ცენტრალურ საარჩევნო კომისაში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ შემდგომ უარი თქვა ამ იდეაზე. „დღეს ქვეყანაში აფსოლუტურად არათანასწორი გარემოა შექმნილი და შესაბამისად, აქ რაიმე წარმატების მიღწევა შეუძლებელია",- განაცხადა ექს-მინისტრმა, მან განმარტა, რომ ამაში იგულისხმება ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი მასმედსიაც, რეპრესიული მანქანაც და კანონმდებლობაც.

იმავე მიზეზებით არჩევნებში არ მონაწილეობს „ლეიბორისტული პარტია". „ნაციონალური ფორუმი", „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" და პარტია „იმედი". ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი უინტერესო დამკვირვებლებად გადაიქცენენ. პირიქით, მათი მოღვაწეობა მმოქმედი ხელისუფების კრიტიკაზეა ორიენტირებული. ახლახანს ლეიბორისტებმა მოსახლეობას მოუწოდეს არ მისცენ ხმა გიგი უგულავას, ქალაქის მმოქმედ მერს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, ვინაიდან ის - „სააკაშვილის კრიმინალური ტყუპის ცალია". „ის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაშია დამნაშავე და სწორედ ის იყო მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დარბევის ინიციატორი", - განმარტავენ ლეიბორისტულ პარტიაში.

ლეიბორისტები ადრეც მოუწოდებდნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს არჩევნების ბოიკოტირებისკენ. მაგრამ, მაგალითად ზურაბ ნოღაიდელის „ეროვნულმა საბჭომ" მიიჩნია, რომ არ აქვთ უფლება ალტერნატივის გარეშე დატოვონ ამომრჩეველი. ამ დროს კი, არასაპარლამენტო ოპოზიას გამარჯვების შანსი, მინიმალური აქვს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100