RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აირჩიეს ა-ლა სააკაშვილის დემოკრატია

01.06.2010  |  17:56

6102.jpegსაქართველოში, ვადამდელი არჩევნები ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში, მმართველი პარტიის გამარჯვებით დასრულდა. მართალია, ცსკო-ში ხმების დათვლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მაგრამ ყველა კომპანიის ეგზითპოლის მოანაცემები „ერთიანი ნაციონალური" პარტიის უდავო გამარჯვებაზე მიუთითებს. როგორც, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, საქართველოში კვლავ დემოკრატიამ გაიმარჯვა. ამისათვის მას შედეგების ფალსიფიცირება არ დასჭირვებია - არათანაბარი საარჩევნო კამპანია და ნაციონალების სამსახურში მდგარი პოლიტტექნოლოგების სამსახური საკმარისი აღმოჩნდა.

საქართველოს ცსკ-ო ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში არჩევნების შედეგებს ითვლის. უკვე დილის 10 საათისთვის ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ქვეყნის მასშტაბით ხმების 68,94 პროცენტი მოაგროვა. მეორე ადგილზე ზომიერი საპარლამენტო ოპოზიცია „ქრისტიან-დემოკრატები" არიან წარმოდგენილი ხმების 10,2 პროცენტით. „ალიანსმა საქართველოსთვის" მხოლოდ 7,8 პროცენტი დააგროვეს, მათმა ოპოზიციურმა კონკურენტებმა „ეროვნულმა საბჭომ" კი - 6,74 პროცენტი.

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი: თუ ვინ გახდა თბილისის მერი - ცსკ-ოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის დაპირებით დღეს უკვე ცნობილი გახდება.

დედაქალაქის არჩევნებს იყო მიჯაჭვული მთელი საზოგადოების ყურადღება, ვინაიდან ეს მნიშვნელოვანი პოსტი, შესაძლოა მომავალი პრეზიდენტის ტრამპლინად იქცეს. ხელისუფლების ოპონენტებმა, გასულ გაზაფხულს მასობრივი სპროტესტო აქციების საშუალებით მიაღწიეს თბილისის მერის პირდაპირი არჩევნების შემოღებას. ოპოზიცია ილიუზიებით იიმედებდა თავს, რომ შეძლებდა განათლებული და ყოვლისმცოდნე ადამიანების ქაქლაქში გამარჯვებას.

ჯერ კიდევ გუშინ „ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია გამარჯვების მოპოვების იმედზე საუბრობდა. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, „სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფმა" სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა ცსკ-ოს სიებში აღნუსხულ, დედაქალაქის 2500 ამომრჩევლეს შორის. ამ გამოკვლევის მონაცემების მიხედვით ალასანიას რეიტინგმა 21 პროცენტი შეადგინა და დედაქალაქის მერ, ნაციონალ გიგი უგულავას გაასწრო. ინტერნეტ-საიტ www.gamokitxva.ge-ზე ჩატარებულმა კიდევ ერთმა გამოკითხვამ პირველი ადგილი კონსერვატორ ზვიად ძიძიგურს უწინასწარმეტყველა, სხვა ოპოზიციური ბლოკის „ეროვნული საბჭოს"-გან წარმოდგენილ მერობის კანდიდატს.

თუმცა სხვა კვლევებმა, რომლებიც ამერიკულმა და ადგილობრივმა კომპანიებმა ჩაატარეს, უდავო ლიდერად გიგი უგულავა დაასახელეს. სწორედ ის არის - გუშინდელი ეგზითპოლების ლიდერიც, რომლებიც უცხოურმა კომპანიებმაც ჩაატარეს და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.

1
 2 3 4
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100