RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

“ალიანსი” დანაკარგებს განიცდის

02.06.2010  |  10:13

6107.jpegსაქართველოს ყველაზე პრინციპული უფლებათა დამცველი, ალასანიას გუნდიდან მიდის. არჩევნებზე ოპოზიციის დამარცხებამ საბოლოოდ გაუცრუა იმედები სოზარ სუბარს, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ენდობა. საქართველოში სამართლიანობისათვის ბრძოლას ყოფილი ომბუდსმენი, ერთერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში გააგრძელებს.

საქართველოს ადგილობრი თვითმომართველობის არჩევნების ჩატარებისთანავე დატოვა „ალიანსი საქართველოსთვის" რიგები ექს ომბუდსმენმა, იტყობინება ქართული მასმედია. ის აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება თვენახევრის წინ მიიღო, როდესაც მან უარი თქვა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობაზე. მაგრამ, წამოსვლა არჩევნების დასრულებამდე ვერ გადაწყვიტა რათა არ დაეზარალებინა ალიანსი და მთლიანად ოპოზიცია.

უფლებათა დამცველი ოპოზიციის გაერთიანებას ცდილობდა და მოლაპარაკებებს აწარმოებდა ყველა პოლიტიკურ ძალასთან. საკუთარ ამბიციებზე უარი თქვა უფრო ძლიერი კანდიდატის ინტერესებისთვის. თუმცა ყველა ეს ძალისხმევა ამაო აღმოჩნდა. ვერც ირაკლი ალასანიამ და ვერც „ალიანსმა საქართველოსთვის" ვერ შეძლეს მმართველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამარცხება. თუმცა წინასწარი მონაცემების მიხედვით ქრისტიან- დემოკრატიულ პარტიას მაინც გაუსწრეს.

ალასანიმ სუბარის ქმედება სისუსტედ ჩათვალა. „არსებობენ ადამიანები რომლებიც პირველი დარაცხებისთანავე კარგავენ გამარჯვების იმედს. ნამდვილ მეომრებს წინააღმდეგობები უფრო აძლიარებს. პირადად მე, არასოდეს ვყოფილვარ გარანტირებული გამარჯვების გეგმის ნაწილი. ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, საკუთარი ძალისხმევით და თანამებრძოლთა მხარდაჭერით ვიმარჯვებდი და სწორედ ასევე ვაპირებ გაგრძელებას. სოზარმა საკუთარი გზა აირჩია".- კომენტარი გაუკეთა უფლებათა დამცველის წასვლას „ალიანსის" ლიდერმა.

თავის მხრივ სუბარმა აღნიშნა, რომ „როდესაც არსებობს გამარჯვების შანსი, არ უნდა იბრძოლო დამარცხებისათვის". მან მიანიშნა საქართველოს ოპოზიციური ლიდერების მხრიდან „მოლაპარაკებების წარმოების უუნარობაზე", იმავე ალასანიას ჩათვლით.

2004 წელს პარლამენტმა თავის და საუბედუროდ სუბარი სახალხო დამცველის პოსტზე აირჩია, რომელიც მას ხუთი წლის განმავლობაში ეკავა. ამ წლების განმავლობაში მან მოასწრო ქართული დემოკრატიის ფარული მანკიერებების გამოაშკარავება, რაც დაუნდობელ პოლიციურ პრესინგზე, ფორმაში გამოწყობილი მკვლელების დაუსჯელობაზე და სახალხო მიტინგების დარბევისათვის მზადყოფნაზეა დამყარებული.

სუბარის მოხსენებები ქვეყნის იმიჯს აფუჭებდა, საერთაშორისო ორგანიზაციების ადამიანის უფლებების შესახებ განხილვებში. ამასთან ერთად ომბუდსმენი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ კრიტიკით, არამედ ის გამოძიებასა და დამნაშავეთა მთელი სიმკაცრით დასჯას ითხოვდა.

1
 2 3 4
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100