RSS
на русском en in english
24.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

არჩევნები საქართველოში: ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები

02.06.2010  |  10:16

6108.jpegსაქართველოს არჩევნების დამკვირვებლებმა ეუთოდან განაცხადეს სერიოზული დარღვევების შესახებ. უცხოელი ექსპერტების აზრით, არჩევნების დღეს რესპუბლიკის ზოგიერთ რეგიონში შეინიშნებოდა სისტემატიური დარღვევები, მათ შორის ადგილი ჰქონდა ბიულეტენების ჩაყრის რამდენიმე ფაქტს, ასევე საპროცედურო დარვევებს ხმების დათვლის დროს. თუმცა მოგვიანებით ერთობლივ განცხადებაში ევროპელმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ მთლიანობაში არჩევნები გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარდა. უყო თუ არა ეს ყველა ნაკლის დაფარის მცდელობა?

ეუთოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბარია, რომ ამ სტრუქტურის დამკვირვებლებმა დააფიქტირეს სისტემატიური დარღვევეი 30 მაისის არჩევნებზე. "არჩევნების დღეს ზოგიერთ რეგიონში შეინიშნებოდა სისტემატიური დარღვევები, მათ შორის ადგილი ჰქონდა რამდენჯერენმე ბიულეტენების ჩაყრის ფაქტებს, ასევე ხმების დათვლის დროს საპროცედურო დარღვევებს",- საუბარია დოკუმენტში.

თუკი გავითვალისწინებთ ოპოზიციის განცხადებებს, საარჩევნო კოდექსის დარღვევის ფაქტი უამრავი იყო. ეს არის დაულუქავი პაკეტები, ვიდეოკამერები,რომლებიც ხმის მიცემის კაბინებთან იყო, ასევე ხმის მიცემის პროცედურის გავლა პირადობის მოწმობის წარდგენის გარეშე. უფრო ეტიც, ალიანსმა და კონსერვატორებმა აღნიშნეს, რომ ზოგიერთ უბანზე უბრალოდ წყლით ახდენდნენ ამომრჩევლების მარკირებას, ხოლო ხელისუფლების აგიტატორები კი უბნებზე ზეწოლას ახდენდნენ ხალხზე.

გაუგებარია, თუ რატომ აუარეს გვერდი საერთაშორისო ინსტანციებმა პრეზიდენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს. მან არჩევნების დღეს განაცხადა, რომ გაიმარჯვებდა მისი პარტია. "როგორც ნაციონალური პარტიის ლიდერს მე არ მეპარება ეჭვი ამ პარტიის გამარჯვებაში,- თქვა სააკაშვილმა.- ეს არავის უდნა გაუკვირდეს, რადგანაც მმართველი პარტია მანამდე მოიგებს არჩევნებს, სანამ იქნება ნამდვილი მოძრაობა, რომეიც არ გადაიზრდება გაუნძრევლობაში, სანამ ქვეყანას აქვს უკეთესისკენ სწრაფვის უნარი".

ეუთოს წარმომადგენლებმა ასევე არ მიაქციეს ყურადღება ბათუმში მომხდარ ინციდენტს - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ერთ-ერთი დამკვირვებელი ნაცემია. ახალგაზრდამ აღმოაჩინა, რომ უბანზე არსებული ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა დაფიქსირებულ ამომრჩეველთა რაოდენობას და ამის შესახებ გამოთქვა პროტესტი, რის შემდეგაც კომისიის ერთ-ერთმა წევრმა სცემა დამკვირვებელი.

აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით საერთაშორისო დამკვირვებლებმა იმ დარღვევების გაბათილებაც სცადეს, რომლებიც მანამდე თავად გაახმოვანეს. არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებისას ეუთოს, ევროკავშირის და ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მთლიანობაში არჩევნები გამჭვირვალედ და დემოკრატიულას ჩატარდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100