RSS
на русском en in english
13.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აფხაზეთი საჰაერო საზღვრებს ხსნის

03.06.2010  |  10:25

6116.jpegამ კვირაში რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის ხელმძღვანელმა ვიქტორ კაჩალკინმა განაცხადა, რომ რუსული მხარე მზად არის განაახლოს ავიამიმოსვლა აფხაზეთთან. საპასუხოდ ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ აპირებს მიიღოს საერთაშორისო-სამართლებრივი ზომები "ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევის მცდლეობის გამო". ამგვარად, თბილისსა და მოსკოვს შორის გრძელდება დავა აფხაზური ცის თაობაზე.

ვიქტორ კაჩალკინის თქმით, შესაბამისი ამოცანების შესვლის შემდეგ რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო ავიაცია მზად არის მათ შესასრულებლად. "ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში ჩვენ დავიწყეთ ამ გადაზიდვის განხორციელება. ჩვენ შევასრულეთ არაერთი რეისი, გადაგვყავდა ხალხი, შეიარაღება და ტექნიკა",- თქვა მან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია პროგნოზირებადი იყო. თბილისში მოსკოვსა და სოხუმს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდეს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველო აპირებს ზომების მიღებას. "საქართველოს ნებართვის გარეშე ნებისმიერი საჰაერო ხომალდის მოძრაობა არის "საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის" დიდი დარღვევა",- თვლიან ქართველი დიპლომატები.

თბილისსა და მოსკოვს შორის ახალი წლიდან მიდის დავა აფხაზეთის საჰაერო სივრცეზე. უფრო სწორად, მხოლოდ ქართული მხარე კამათოვს. რუსეთი კი აფხაზეთთან თანამშრომლობას ავითარებს და აფორმებს ყველა აუცილებელ დოკუმენტს მეგობრის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების მიზნით.

რუსეთმა და აფხაზეთმა საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ ამ ზამთარს მოილაპარაკეს. დოკუმენტის თანახმად, ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ თავიანთ ტერიტორიებზე ყველანაირ აუცილებელ პირობას შექმნიან საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად.

სატრანსპორტო სფერო არის რუსულ-აფხაზური თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ჯერ კიდევ შეღანხმების ხელმოწერამდე რუსეთის ელჩმა აფხაზეთში სიმიონ გრიგორიევმა აღნიშნა, რომ რკინიგზის ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება, გაზრდა და მოდერნიზაცია პორტების, ასევე სოხუმი აეროპორტის მუშაობის განახლება, უფრო მოაწესრიგებს ტვირთის გადაზიდვას.

თბილისში, როგორც ყოველთვის, გაკიცხეს ეს ახლაი დოკუმენტი. თურმე, რუსეთსა და აფხაზეთს შორის ავიამიმოსვლა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, არის პრაქტიკულად ჩიკაგოს კონვენციის ყველა ნორმის დარღვევა, ქართული მხარე კი იტოვებს უფლებას რუსეთს უჩივლოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში ICAO.

საქართველო მიმართვამ მხოლოდ ნაწილობრივი ეფექტი გამოიღო. ICAO-მ მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ძველი საზღვრების ფარგლებში, თუმცა არანაირი სანქცია, ბუნებრივია, არ მისულა მოსკოვამდე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100