RSS
на русском en in english
24.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ვაშინგტონმა დატუქსა სააკაშვილი

04.06.2010  |  09:42

6123.jpegამერიკის შეერთებულმა შტატებმა კომენტარი გაუკეთა, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგებს. აშშ-ს სახელწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ კროულიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად არჩევნების ორგანიზაციის პროცესში დადებითი ტენდენციებისა, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი ხარვეზებიც იქნა გამოვლენილი, რაც მომავალაში უნდა აღიკვეთოს. ვაშინგტონის აზრით გაიარა თუ არა საქართველომ „ტესტი დემოკრატიაზე"?

მიულოცა რა ქართველ ხალხს მუნიციპალური არჩევნების ჩატარება, კროულიმ სააკაშვილის რეჟიმს გარკვეულ დარღვევებზე მიუთითა. „ამგვარი შეშფოთების საფუძველი, რაც შეეხება ხმის დათვლის პროცესს და ასევე მათი შედეგების დადასტურებას, ზოგიერთ რაიონსა და უბანზე ეუთოს მიერაც იქნა აღნიშნული",- განაცხადა მან. კროულის თქმით, შეერთებული შტატები დადებითად აფასებს საქართველოს ცსკ-ოს ძალისხმევას, მაგრამ ამავ დროულად ეთანხმება ეუთოს იმაში, რომ რესპუბლიკის საარჩევნო სისტემაში არსებული ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას, გადმოსცემს იტარ-ტასსი.

კვირის დასაწყისში, საქართველოში არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ეუთოს დამკვირვებლებმა დარღვევების შესახებ გააკეთეს განცხადება. „ზოგიერთ რეგიონში შეიმჩნეოდა სისტემატიური დარღვევები, მათ შორის ადგილი ჰქონდა ურნაში ბიულეტენების ჩაყრის რამდენიმე შემთხვევას და ასევე ხმების დათვლისას პროცედურულ დარღვევებს".- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კომუნიკეში.

მოგვიანებით საერთაშორისო დამკვირვებლებმა სცადეს იმ ხარვეზების ჩასწორება, რომლებზეც თავადვე გააკეთეს განცხადება. ეუთოს, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ საერთო ჯამში საქართველოში არჩევნები გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარდა, წინა არჩევნებთანბ შედარებით აშკარა პროგრესიც შეიმჩნეოდა.

„საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - წინ გადადგმული ნაბიჯია, ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების საქმეში. პროცესი სერიოზული პროგრესით ჩატარდა".- აღნიშნეს ექსპერტებმა. ხარვეზებიდან, რომელთა გამოსწორებაცაა აუცილებელი, დასავლური სტრუქტურების წარმომადგენლებმა მხოლოდ არასრულყოფილი საარჩევნო კანონის შეცვლა და არჩევნების ყველა მონაწილისთვის თანაბარი პირობების შექმნა აღნიშნეს.

თუმცა, დამკვირვებლებმა არ დაუთმეს ყურადღება სერიოზულ დარღვევებს, როლებზედაც დღემდე საუბრობს ოპოზიცია. ეს საქართველოს ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არჩევნების დღეს პირდაპირი აგიტაციაც იყო და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დამკვირვებლის ცემაც, ამასთან ერთად კი ბიულეტენების რაოდენობის შეუსაბამობა ამომრჩეველთა რიცხვთან.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100