RSS
на русском en in english
21.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

„იხვებზე“ ნადირობა

04.06.2010  |  09:46

6124.jpegსამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთ საშუალებას, არ შეუწყონ სიტუაციის გამწვავებას ხელი და არ მოახდინონ მედია სივრცის პროვოცირება, ამიერკავკასიური რესპუბლიკის ოფიციალური პირების გამოგონილი განცხადებებით. გარეპოლიტიკურმა უწყებამ უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ქვეყნის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა მოწოდება გააკეთა ისრაელის წინააღმდეგ ძალისმიერი ზომების მიღების შესახებ. ამ უკანასკნელმა ცეცხლი გაუხსნა „თავისუფლების ფლოტილიას". ვის სჭირდებოდა ეს ყალბი განცხადება?

ამ დღეებში, მსოფლიო საინფორმაციო სივრცე ააფორიაქა სიახლემ: ისრაელის სამხედრო ხომალდის მიერ საერთაშორისო „თავისუფლების ფლოტილიის" დაცხრილვის შესახებ, ამ უკანასკნელს ჰუმანიტარული ტვირთი გადაჰქონდა ღაზას სექტორში და ამ ინციდენტის შედეგად ოცამდე ადამიანი დაიღუპა.

ინციდენტის დეტალებს რომ არ ჩავუღრმავდეთ, მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ამ მოვლენას მთელ მსოფლიოში ფართო რეზონანსი მოჰყვა. მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთ საშუალებაში, გამოჩნდა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის „განცხადება", რომლმაც თითქოს და ებრაელების მიერ ხომალდის ხელში ჩაგდებას „პროვოკაციული ქმედება" უწოდა ჰუმანიტარული მისიის მისამართით, რომელიც ღაზაში მიემართებოდა.

„ეს ქმედებები სამხრეთ ოსი ხალხის აღშფოთებას იწვევს, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს რევანშისტულად განწყობილი საქართველოს მხრიდან მოწყობილი ბლოკადის სიმძიმე, - კოკოითის „ციტირებას" ახდენენ მასობრივი ინფორმაციის რიგი საშუალებები. - რესპუბლიკა, ისრაელის შეიარაღებული ფორმიერებების მხრიდან სამოქალაქო პირების დაცხრილვას გენოციდად აფასებს. და საერთაშორისო საზოგადოებისგან მოითხოვს ისრაელის აგრესიული ქმედებების მკაცრად განსჯას და ასევე ამ ძალოვანი ზომების მიღებას ამ სახელმწიფოს მიმართ ".

ასევე ნათქვამი იყო, რომ სამხრეთ ოსი ხალხი მზად არის ყოველგვარი დახმარება გაუწიოს დაზარალებულებს და ასევე მოხალისეები გაგზავნოს ღაზას სექტორში კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში.

სამხრეთ ოსურმა გარეპოლიტიკურმა უწყებამ, ელვისებური რეაგირება მოხადინა მამსედიაში კოკოითის „სიტყვის" გამოქვეყნებაზე. რესპუბიკის დიპლომატების ინფორმაციით, მოსკოვში სამხრეთ ოსეთის საელჩოს მიმართა ერთერთმა ებრაულმა რადიოსადგურმა, რომელმაც ეჭვი გამოთქვა მასმედიის მიერ გავრცელებული მონაცემების ჭეშმარიტების შესახებ.

ცხინვალში აღნიშნეს, რომ მედიასივრცეში გავრცელებული პრეზიდენტის განცხადება - სიყალბეა, რომელიც უამრავ გრამატიკულ შეცდომას შეიცავს, რაც თვალნათლივ ადასტურებს, რომ მასთან არანაირი კავშირი არ აქვს რესპუბლიკის სახელისუფლებო ორგანოებს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100