RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

„პირველი კავკასიური“ აღარ გადის ეთერში

04.06.2010  |  09:47

6125.jpegთბილისში მიიღეს გადაწყვეტილება „პირველი კავაკსიურის" ტელემაუწყებლობა შეეწყვიტათ, ისე რომ არც დაელოდნენ ფრანგული კომპანია Eutelsat-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის დასრულებას. ქართული მხარე საკუთარი გადაწყვეტილების მოტივირებას რეორგანიზაციის აუცილებლობით ახდენს. ამგვარად, ერთ თვეზე მეტი დროის განმავლობაში, ტელეარხი ინტერნეტ-ფორმატით იმუშავებს. ინტერესს ისიც აღძრავს, რომ „პირველ კავკასიურთან" ერთად, რეორგანიზაციას საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზია - „პირველიც" დაექვემდებარება. რითაა გამოწვეული ასეთი სასწრაფო განახლების აუცილებლობა?

ტელეარხის „პირველი კავკასიურის" ეთერში ჩაშვებამ და მასთან დაკავშირებულმა შემდგომმა მოვლენებმა, თბილისის მედია პროექტს საკმაოდ კარგი ფიარი გაუკეთეს. რაღათქმაუნდა, ასეც იქნებოდა - მაუწყებლის პოპულარიზაციას თავად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოჰკიდა ხელი. იანვარში, როდესაც „პირველ კავკასიურს" მაუწყებლობის დაწყებას ულოცავდა საქართველოს ლიდერი, აცხადებდა რომ: ძალიან კმაყოფილია ქვეყნაში ასეთი მძლავრი რუსულენოვანი ტელეარხის გაჩენით, ვინაიდან, მისი თქმით, რუსული ენა კავკასიაში ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული პლასტია და დიალოგის წარმოების საშუალება, რომლის დაკარგვაც არ შეიძლება.

ერთი თვის შემდეგ პრეზიდენტის ძველი კეთილგანწყობისგან, კვალიც აღარ დარჩა. ფრანგულმა კომპანია Eutelsat-მა ტელეარხის პროგრამების ტრანსლირება თანამგზავრ W7-ის გადატვირთულობის გამო შეწყვიტა და თბილისს სხვა თანამგზავრი შესთავაზა მაუწყებლობისათვის, რომელიც ასევე ფარავს საქართველოს ტერიტორიასა და დასავლეთ რუსეთის ნაწილს.

თუმცა სააკაშვილმა ამ ისტორიაში „რუსეთის ხელი" დაინახა. პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ „პირველი კავკასიურის" გათიშვა - ეს საფრანგეთის კაპიტულაცია იყო „გაზპრომის" წინაშე, რომელიც თითქოს და პარალელურ რეალობას ქმნის და „ალტერნატიულ აზრს" ბლოკავს. „არხის გათიშვა საერთაშორისო პოლიტიკური ცენზურის სახიფათო პრეცედენტი გახლავთ",- აღნიშნავდა საქართველოს ლიდერი.

შედეგად ქართული მხარე სამხრეთ კავკასიის მიმართულებით მაუწყებლობის საკუთარი უფლების დასაცავად, პარიზის სასამართლოში გაემგზავრა. ოფიციალური თბილისის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ იმედოვნებენ სასამართლო „არაეთიკურ და მიუღებელ ბიზნეს ქმედებებში" დასდებს ბრალს ფრანგულ კომპანიას და თანამგზავრზე დააბრუნებენ მათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო 15 მილიონ ევროს ითხოვს კომპენსაციის სახით.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100