RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ესტონელებს „სიმართლეს“ მოუთხრობენ

07.06.2010  |  09:46

6133.jpegესტონეთში წიგნი გამოვიდა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს ეძღვნება. აღსანიშნავია, რომ კრებული „ახალი გაზეთის" მასალებით იქნა შედგენილი, რომელიც კონფლიქტს საკმაოდ თავისებურად აშუქებდა. თუმცა, გამოცემაში ისიც აღნიშნულია, რომ წიგნი არ შეიცავს ერთმნიშვნელოვან შეფასებებს. მართლაც ასეა თუ არა ეს?

წიგნი „რუსეთ-საქართველოს ომი" ესტონეთში მოკრძალებული ტირაჟით, ათას ეგზემპლიარად გამოვიდა. როგორც შეგვატყობინა „ახალი გაზეთის" მთავარი რედაქტორის მოდგილე სერგეი კოჟუროვმა, წიგნი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში მხოლოდ ესტონურ ენაზე გამოვა, ვინაიდან რუსული გამოცემა სწორე ძირეულ მოსახლეობაშია პოპულარული. „ჩვენ უდიდეს კმაყოფილებას გამოვხატავთ იმის გამო, რომ ჩვენი პოლიტიკური ანალიტიკოსების, სამხედრო მიმომხილველების შეხედულებები და კორესპონდენტების მიერ მოწოდებული მასალები, რომლებიც ადგილზე მუშაობდნენ თანაც ქართულ და თანაც რუსულ მხარესაც, საინტერესო და ობიექტური აღმოჩნდა"- მის ციტორებას ახდენს ERR.

კოჟუროვმა აღნიშნა - „ახალი გაზეთი" არ არის დაკავებული პროპაგანდით, წიგნში კი არ არის თავმოყრილი ერთმნიშვნელოვანი შეფასებები, ვინაიდან ასეთ ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ. „ეს ხომ არ არის უბრალო სიტუაცია,- ამბობს ის.- საქართველომ და რუსეთმა ამ ომით აშკარად ვერაფერი ვერ მოიგეს. ასეთი კონფლიქტებისას შეუძლებელია ერთმნიშვნელოვნად თქვა, თუ ვინ არის მართალი და ვინ დამნაშავე". „ახალი გაზეთის" მთავარი რედაქტორის მოადგილის შეხედულებით, აგვისტოს კონფლიქტში ყველაა დამნაშავე: ერთი მხარე იმაში, რომ საკუთარი მიზნების მისაღწევად, კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა, მეორე - კი იმაში, რომ მხარს უჭერდა ამ პროვოკაციას, მესამე კი იმაში რომ წამოეგო ამ პროვოკაციას და მძიმე იარაღი გამოიყენა.

თუმცა, წიგნის ობიექტურობა, მრავალ კითხვას ბადებს მის წაკითხვამდეც კი. საქმე იმაშია, რომ კრებულის წინასიტყვაობა მარტ ლაარმა დაწერა - ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო და განთქმულია საკუთარ ნაციონალ-რადიკალიზმით და რუსეთის მისამართით მკვეთრი განცხადებებით. ზოგიერთი მონაცემების მიხედვით, ლაარი ერთერთი იმათგანი იყო, ვინც საქართველოს ლიდერს სამხრეთ ოსეთში შეჭრა ურჩია. „სააკაშვილს სხვა გაზა აღარ ჰქონდა, მას უნდა ჩაეტარებინა სამხედრო ოპერაცია",- განაცხადა მან საქართველოდან დაბრუნების შემდეგ.

ლაარისგან ნეიტრალური შეფასების მოლოდინი წიგნის წინასიტყვაობაში, ძალიან დიდი გულუბრყვილობა იქნება. ამასთან ერთად, ტონალობა რომელსაც როგორც მოსალოდნელია ლაარი შესძენს კრებულს, შესაძლოა „ნოვაია გაზეტას" ზოგიერთი პუბლიკაციის ჰარმონიულ დამატებად იქცეს, რუსეთის ჯარების უკან დახევის შემდეგ „დამწვარ სოფლებზე, ყაჩაღობებზე და ეთნიკურ წმენდებზე".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100