RSS
на русском en in english
22.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ნარკოტიკული კომპიუტერიზაცია

08.06.2010  |  09:31

6135.pngქართველი ნარკომოვაჭრეების ამასწინანდელი დაკავება, მოულოდნელად სასიკეთოდ აისახა საშუალო განათლების სისტემაზე. პოლიციელების მიერ ამოღებული 1,7 მილიონი ევრო, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, პირველ კლასალებეისთვის კომპიუტერების შესყიდვას მოხმარდება. შეგახსენებთ, რომ ამ წლის აპრილში, სააკაშვილი ყველა პირველ კლასელს, პერსონალური კომპიუტერის ჩუქებას დაჰპირდა - თანაც ისეთის რომლებიც „არც წყალში იძირება და არც ტყდება" . საჩუქრების ტექნიკური მაჩვენებელების შესახებ, პრეზიდენტის გაბედულ განცხადებას თუ არ ჩავუღრმავდებით და მისი სინდისის ანაბარა დავტოვებთ, ალბათ სხვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვან მომენტზე მაინც ღირს ყურადღების გამახვილება. მიხეილ ნიკოლოზის ძე საკუთარი საფულიდან ამოღებული ფულივით განკარგავს, ნარკომოვაჭრეებისგან კონფისკაციის შედეგად მიღებულ თანხებს - რაც სხვა თუ არაფერი, სულ ცოტა, უცნაურად მაინც გამოიყურება. ჯერ არც სასამრთლო ჩატარებულა და მოცემულ საკითხთან დაკავშირებით არც სასამართლო გადაწყვეტილებაა მიღებული - არადა, როგორც არ უნდა იმსჯელო, აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში, ეს ფული ნივთმტკიცებას წარმოადგენს.

რამოდენიმე დღის წინ, საქართველოს შსს-მ ხმამაღალი განცხადება გააკეთა, ნარკოტიკების საერთაშორისო სატრანზიტო ქსელის გამოაშკარავების შესახებ. პერუდან, პანამიდან და კოლუმბიიდან ნარკოტიკები, საზღვაო გზით საქართველოში ჯართში დამალული იგზავნებოდა. საქართველოს პორტებიდან ის თურქეთში გადაჰქონდათ, იქიდან კი მთელ ევროპაში ვრცელდებოდა. ნარკომოვაჭრეთა ქსელის კოორდინირებას, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, ამჟამად ესპანეთში მყოფი საბერძნეთის მოქალაქე ნოუგზარ ბოჭორიშვილი ეწეოდა. გამოძიების მიმდინარეობისას დანაშაულებრივი დაჯგუფების ექვსი წევრი იქნა დაკავებული: ანასტასია ზაუტაშვილი, კახა და მევლუდ სვანიძეები, რომან მუსელიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი. სწორედ მუსელიანის სახელზე ჩამოდიოდა „ჯართი" ფოთში. 2 ივნისს საქართველოს შსს-მ სპეცოპერაცია ჩაატარა წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში (დასავლეთ საქართველო).ბოჭორიშვილის ოჯახის კუთვნილი სათბურის ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი, მიწაში ჩაფლული ხსენებული 1,7 მილიონი ევრო. პოლიციის მონაცემებით, ეს ფული კოკაინის რეალიზაციით იყო ნაშოვნი.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100