RSS
на русском en in english
21.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დიალოგები დამოუკიდებლობაზე

08.06.2010  |  09:33

6136.jpegკვირას, სინგაპურში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „დიალოგები შანგრი-ლა", აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის ვიცე-პრემიერის სერგეი ივანოვის გამოსვლა, ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტისათვის მოულოდნელობად იქცა. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, რუსი ხელმძღვანელის მიერ პირველად იქნა ფორმულირებული ის მიზეზები, რამაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისკენ უბიძგა.

ივანოვმა აღნიშნა, რომ 15 წლის განმავლობაში რუსი მშვიდობისმყოფელები წესრიგს ამყარებდნენ რეგიონში, მაგრამ „2008 წლის აგვისტოში, საქართველოს თავდასხმამ სამხრეთ ოსეთზე, ამ კონფლიქტების დარეგულირების საერთაშორისო ძალისხმევა შებღალა და რუსეთს ჩარევისაკენ უბიძგა, ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად". ასევე ივანოვმა კონფერენციის მონაწილეების ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ 2008 წლის აგვისტოში, კონფლიქტების დარეგულირებაში რადიკალური სამხედრო მეთოდების გამოყენების მიუღებლობის თვალნათელი დემონსტრირება მოახდინა და კონფლიქტის ყველა მხარისთვის მისაღები პოლიტიკური დიალოგისა და გადაწყვეტილებების ძიების აუცილებლობა გამოავლინა".

ამგვარად, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ნათლად განმარტა, რომ ამ ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება, მიზნად ისახავდა სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის ესკალაციის აღკვეთას. თავისთავად, ერთი საქმეა - „აჯანყებულ რეგიონებში" „სეპარატისტულ რეჟიმებთან" ბრძოლა და სულ სხვა საკითხია, დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან ღია კონფლიქტში შესვლა. განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, ნაურუსა და ნიკარაგუას მხრიდან, სამხრეთ ოსეთისა და აფხაეთის აღიარებასთან დაკავშირებით, მრავალგზის გამოხატულ ირონიას. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიო სახელმწიფოს მიერ აღიარებისა და მფარველობის ფაქტი. დანარჩენი კი - დიპლომატიისა და დროის საკითხია.

ასევე აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ რუსეთმა დამოუკიდებლობის აღიარებით დიდწილად ჩააცხრო დაძაბულობა რეგიონში, მათ შორის ბუფერული ზონების შექმნით საკუთარი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოახდინა. არც ისე დიდი დრო დარჩა 2014 წლამდე - სოჭის ოპლიმპიადის ჩატარებამდე. სრულიად ბუნებრივია, რომ რუსეთის ხელისუფლება დაინტერესებულია სიმშვიდითა და სტაბილურობით კავკასიაში. სწორედ ამითვე აიხსნება ხლოპონინის ამასწინანდელი დანიშვნა ჩრდილო კავკასიის ვიცე-პრემიერის პოსტზე და ასევე პირველ რიგში, ეკონომიკური სახის დახმარება - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის და რუსი დიპლომატების აქტიური მონაწილეობა ყარაბახის კონფლიქტის დარეგულირების დარგში. სერგეი ივანოვმა საკუთარი გამოსვლით ყველა დაინტერესებულ მხარეს ნათლად აგრძნობინა, რომ რუსეთს არ სჭირდება დაძაბულობა რეგიონში - და სტაბილურობის მისაღწევად გამოყენებული იქნება ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100