RSS
на русском en in english
25.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართველი პრეზიდენტის პარიზული არდადეგები

10.06.2010  |  09:36

6148.jpegრუსული და დასავლური მასმედია განიხილავს სააკაშვილის ვიზიტს საფრანგეთში. აღნიშნულია, რომ კავკასიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მოახერხა იმ იზოლაციის გარღვევა, რომელშიც ნებით თუ უნებლიედ აღმოჩნდა საქართველო 2008 წლის შემდეგ. ამ ბოლო დროს ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ სააკაშვილს ევროპული ქვეყნების ლიდერებმა ზურგი აქციეს. თუმცა სააკაშვილმა მაინც მოახერხა ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრა, რომელმაც დიდი როლი ითამაშა კონფლიქტის შეწყვეტაში. მოახერხებს თუ არა სააკაშვილი ევროპის კეთილგანწყობის დაბრუნებას?

საქართველოს ოპოზიცია მთელი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ამბობდა, რომ საქართველომ დაკარგა ევროპის მხარდაჭერა სააკაშვილის გამო, რადგანაც მისი ქმედებები ლოგიკაში არ ჯდება. მართლაც, ამერიკული დემოკრატიის ყოფილ რჩეული ამ ბოლო დროს იშვიათად სტუმრობდა ევროპას. ასე რომ საროზისთან შემდგარი ახლანდელი შეხვედრა ოფიციალურმა თბილისმა ისტორიულად შერაცხა. დღევანდლემა კომერსანტმა გამოაქვეყნა სტატია ასეთი სათაურით: "მიხეილ სააკაშვილმა იზოლაცია გაარღვია". პრეზიდენტმაც მოასწრო ამის თაობაზე კომენტარის გაკეთება. ფრანგული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: "ჩემი ვიზიტი რუსეთს საშუალებას არ მისცემს საქართველოს იზოლირებისას". ასევე მან არ გაუშვა მომენტი და შეახსენა საფრანგეთს, რომ არ დაუშვებს მისტრალის რუსეთისთვის მიყიდვას. გარკვეულწილად საქართველოს მხრიდან წამოსული კრიტიკის გამო ამ საკითხთან დაკავშირებით, გაცივდა საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობები.

ქართული მასმედია იუწყენოდა, რომ ევროპული მასმედია წელშია მოხრილი რუსეთის წინაშე ენერგოდამოკიდებულების გამო. პარიზშიო მიანიშნეს, რომ მათ უფლება აქვთ დადონ შეთანხმებები საქართველოს ჩარევის გარეშე. თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ სცადა რუსეთ-საფრანგეთის კონტრაქტში ჩარევა. "რუსები, უარს ამბობენ მშვიდობიანი შეთამხმების პირობების შესრულებაზე, ისინი არასოდეს მალავდნენ თავიანთ მიზანს: მათი თქმით, მათ რომ 2008 წლის ომის დროს მისტრალი ჰქონოდათ, საქართველოში 40 წუთში შეიჭრებოდნენ და არა 48 საათში. ჩვენ მისტრალისგან თავდაცვის საშუალებები არ გვაქვს",- განაცხადა გუშინ სააკაშვილმა. - "თუმცა საფრანგეთი კვლავ ახდენს ზეწოლას რუსეთზე, რათა მან მშვიდობიანი შეთანხმება დაიცვას, ამიტომაც მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. საფრანგეთს არასოდეს მიუტოვებია საქართველოს. ის ფაქტი, რომ ჩემი ოფიციალური ვიზიტი დაგეგმილია პუტინის ვიზიტამდე ორი დღით ადრე, ძალიან აშკარა ნიშანია. ის რუსეთს საშუალებას არ მისცემს ჩვენი ქვეყნის იზოლირებისას".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100