RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ჯავახების უკანასკნელი იმედი

10.06.2010  |  09:39

6149.jpegსაფრანგეთში მცხოვრებმა სომხებმა, პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მიმართეს: საქართველოს ლიდერ მიხეილ სააკაშვილთან შუამდგომლობის თხოვნით - შეწყდეს ჯავახი სომხების უფლებების დაკნინების პოლიტიკა და გაათავისუფლონ ვააგან ჩახალიანი. ორგანიზაციის „ერკირ-ევროპა"-ს წერილში ნათქვამია, რომ საქართველოში სომხების მდგომარეობა, სულ უფრო-უფრო მეტად იწვევს შეშფოთებას. მაგრამ, მზად არის კი საფრანგეთი, გადაწყვიტოს ჯავახეთის პრობლემები?

სარკოზისთვის გაგზავნილ დოკუმენტში, წარმოდგენილია: ჯავახეთში მცხოვრები სომხების მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დისკრიმინაციული პოლიტიკის გამოვლინების ფაქტები, იტყობინება „ნოვოსტი-არმენია". წერილის ავტორებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს, ჯავახი მოღვაწის ვააგან ჩახალიანის მიმართ. საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ანგარიშსწორების დეტალებს, სამართალდარღვევებს სასამართლო საქმის წარმოებისას და გამოგონილი ბრალდებების საფუძველზე, მისთვის ათი წლით თავისუფლების აღკვეთის განაჩენს.

ვააგან ჩახალიანი - სომხებით დასახლებული რეგიონის სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელია, ის თითქმის ორი წლის წინ გახდა, საქართველოში განსხვავებვული შეხედულებების დასათრგუნი რეპრესიული მანქანის მსხვერპლი. 2008 წლის 17ივლისს ჯავახეთში რამოდენიმე აფეთქება მოხდა, რომლებიც სომხებმა მაშინათვე სპეცსამსახურების პროვოკაციად შეაფასეს. ამას თან მოჰყვა ადგილობრივი აქტივისტების სახლების ჩხრეკა. მოკლული იქნა ორი პოლიციელი. სამართალდამცავებმა ვააგან ჩახალიანი დააპატიმრეს, ძმასთან და მამასთან ერთად. ჩახალინს და მისი ოჯახის წევრებს იარაღის უკანაონო ყიდვასა და შენახვაში, ასევე მასობრივი პროვოკაციების ორგანიზებასა და პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში სდებდნენ ბრალს. თავად ვააგანს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ძმას და მამას კი, პირობითი სასჯელი და ჯარიმა დაუწესეს.

აღსანიშნავია, რომ ჩახალიანის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი ორგანიზაცი „ერთიანი ჯავახკი", თავის დროზე, რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების წერმომადგენლებისათვის მეტი უფლებამოსილების მინიჭების მოთხოვნით და ნაციონალურ უმცირესობათა უფლებების დასაცავად გამოდიოდა. თუმცა, 2005 წელს მუნიციპალიტეტების ფუნქციები მნიშვნელოვნად შეამცირა, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ მიღებულმა ახალმა კანონმა. ეკონომიკური პრობლემებმა კი, რეგიონში, ახალქალაქიდან 62-ე რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის შემდეგ გამძაფრდა, ვინაიდან იქ ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მუშაობდა. ეს მაშინ როდესაც სამცხე-ჯავახეთში 238 ათასი ადამიანი ცხოვრობს, და აქედან 53 პროცენტი სომეხია. უფრო მეტიც, ისეთ რაიონებში, როგორებიცაა ახალქალაქი და ნინოწმინდა, სომხები - მოსახლეობის 90 პროცენტს შედაგენენ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100