RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართული რადიო მოსკოვში

11.06.2010  |  15:56

6159.jpegშემოდგომიდან, მოსკოვში ქართულენოვანი რადიო „FM -კავკაზი" დაიწყებს მაუწყებლობას. მოლოდინის მიხედვით, რადიო-სადგური საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეთნიკური გადაცემების სინთეზი იქნება და ის იმაუწყებლებს ამიერკავკასიასა და რუსეთის მთელ ტერიტორიაზე. პარალელურად სხვა პროექტსაც ჩაუშვებენ, რომელიც რთულ რეგიონს მიეძღვნება - ჟურნალი „პოლიტიკი კავაკაზა".

რადიოსადგური შექმნის და ჟურნალის გამოშვების შესახებ შეტყობინება, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის" პრეზიდენტმა და ქართული ორგანიზაცია „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" ლიდერმა მალხაზ გულაშვილმა გააკეთა. „მაუწყებლობასთან დაკავშირებული ყველა ძირითადი საკითხი, უკვე გადაწყვეტილია", - იტყობინება ის და დაამატა, რომ რაც შეეხება ჟურნალ „პოლიტიკი კავკაზას" რუსულ ენოვან გამოცემას, მას რუსი საზოგადო მოღვაწე და ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო უხელმძღვანელებს.

რბილად რომ ვთქვათ, ამ ორივე პიროვნებას საქართვცელოში დიდად არ სწყალობენ. გასული წლის შემოდგომაზე შევჩენკო, გაზეთ „იზვესტიის" რადაქტორ ვლადიმერ მამონტოვთან და დსთ-სა და ბალტიის ქვეყნების რია-ნოვოსტის რედაქციის ხელმძღვანელ ალან კასაევთან ერთად იმ დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა, რომელიც საქართველო- რუსეთის კონფლიქტის ჰუმანიტარული შედეგების მარეგულირებელ საზოგადოებრივ კომისიას წარმოადგენდა.

საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოში მხოლოდ კასაევი შემუშვა. როგორ მამონტოვმა განაცხდა, რუსული დელეგაცია თბილისში მშვიდობიანი, კონსტრუქციული მიზნების განსახორციელებლად მიემგზავრებოდა და საქართველოს მხრიდან ამგვარი რეაქციის მიზეზი შესაძლოა ის იყო, რომ თავად ისიც და მაქსმი შევჩენკოც კონსერვატიული ხასიათის ჟურნალისტები არიან, რომლებსაც არ სცხვენით რუსეთში საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვა. თავის მხრივ შევჩენკომ დაამატა, რომ ის ტრადიციები, რომლებისგანაც შედგება ერების სახე, უნიკალურია, ხოლო „ლიბერალიზმის მახრჩობელა ქარი, რომელიც ნაციონალურ და რელიგიურ იდენტურობას ანადგურებს - აუტანელი და საზიზღარია".

სწორედ მაშინ დადგა მალხაზ გულაშვილი, რუსი კოლეგების მხარეს. მან ინციდენტს მიზანმიმართული პროვოკაცია უწოდა, რაც საზოგადოებრივი ორგანიზაციის მუშაობის ჩაშლაზე იყო გათვლილი, იმიტომ რომ ეს არ აწყობს ზოგიერთ ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ნორმალური და მეგობრული ურთიერთობები აღდგეს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100