RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

თბილისი ვალების დაბრუნებას არ ჩქარობს

11.06.2010  |  15:59

6160.jpegსაქართველოს კვლავ მართებს საერთაშორისო კრედიტორების 3,5 მილიარი დოლარი. ამ თანხის თითქმის მესამედი ეკუთვნის მსოფლიო სავალუტო ფონს, რომელიც, იმაზე საუბრობს, რომ თბილისმა დაძლია ეკონომიკური კრიზისის პირველი ტალღა. აღსანიშნავია, რომ ამ ბოლო დროს ქვეყნის ხელისუფლებაც საუბრობს ქართული ეკონომიკის აღორძინებაზე. თუმცა საქართველოს საგარეო ვალი არ მცირდება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებითმ მთლიანობაში საქართველომ საერთაშრისო ფინანსურ-საკრედიტო ინსტიტუტებს თითქმის 2,5 მილიარდი დოლარი უნდა დაუბრუნოს. ამასთანავე საქართველოს აქვს 17 დონორი ქვეყნის ფულადი ვალი. ყველაზე დიდი მათგანი აქვს გერმანიასთან - 177,845 მილიონი. მიუხედავად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტისა, რესპუბლიკას მოსკოვის 118 მილიონი მართებს.

ამ ბოლო წლებში საქართველოს საგარეო ვალის დაგროვებაში გარკვეული ტენდენციები შეინიშნება. თუკი 2008 წელს ის შეადგენდა 2,5 მილიარდ დოლარს, ერთი წლის შემდეგ ის ნახევარი მილიარდით გაიზარდა. ამ წელს საქართველოს უკვე დონორების 3,5 მილიარდი მართებს.

თუმცა, ვალის დაგროვება ხდება საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები, სარეიტინგო სააგენტოების და ქვეყნის ხელისუფლებას ოპტიმისტური განცხადებების ფონზე.

ჯერ კიდევ ზამთარში მსოფლიო სავალუტო ფონდის მისიამ წარმოადგინა თავისი დასკვნა რესპუბლიკის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. დოკუმენტის თანახმად, თბილისმა დაძლია ეკონომიკური კრიზისის პირველი ტალღა, ქვეყნის საბანკო სექტორი კი მოგების მომტანი გახდა, თუმცა უცხოური ინვესტიციების გარეშე საქართველოს მაინც გაიჭირდება ყოფნა. ფონდის წარმომადგენლებმა დათვალეს, რომ საქართველომ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია ეკონოიკური პროგრამების განვითარებაში და ინვესტორების ნდობა დაიბრუნა. მისიის ხელმძღვანელის ედვარდ გარდნერის თქმით, თუკი რესპუბლიკა მიყვება შემუშავებულ პროგრამას, ამ წელს ქვეყანაში მშპ 2%-ით გაიზრდება.

აპრილში საქართველოს კარგი სიახლეები ჩამოუვიდა ნიუ იორკიდან. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ "Standard & Poor's" აამაღლა ქვეყნის რეიტინგები უცხოურ და ეროვნულ ვალუტაში არსებულ ვალდებულებებში. სააგენტოს ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ საქართველოს ეკონომიკური სტრუქტურა და ზრდის პერსპექტივები უკეთესია, ვიდრე იმავე კატეგორიის სხვა ქვეყნებისა, სწორედ ამასთან იყო დაკავშირებული რეიტინგების ამაღლება.

განცხადებაში საუბარი იყო იმაზე, რომ დაბალი გადასახადები და ბიზნესის წარმოებისთვის სასურველი რეჟიმი საქარველოს მომავალშიც შეუწყობს ხელს ინვესტიციების ძიებაში. ანალიტიკოსების აზრით, საქართველოს ეკონომიკა შუალედურ პერსექტივაში გაიზრდება. "ჩვენ არ ველით, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში მიაღწევს კრიზისამდე არსებულ დონეს - თითქმის 2 მილიარდ ევროს, თუმცა ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მათი მოცულობა საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას",- აღნიშნული იყო დასკვნაში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100