RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ბრძოლა ერთიანობისთვის

15.06.2010  |  12:28

6164.jpegსაქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგები რესპუბლიკის ოპოზიციისთვის გაერთიანების ახალი სტიმული გახდა. გასაკვირი არ არის, ნაციონალური მოძრაობის შესამჩნევი უპირატესობა, ხომ მიიღეს როგორც გაყალბება. ნინო ბურჯანაძის კვლადაკვალ გაერთიანების მოწოდებით გამოვიდნენ ზურაბ ნოღაიდელი და ირაკლი ოქრუაშვილი.

ამ სამი ადამიანის შეხვედრა პარიზში ჩატარდა. ნოღაიდელმა და ოქრუაშვილმა განიხილეს ქვეყნის პოლიტიკური ვითარება და პარტიებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები. მათი საუბრის შედეგი კი გახდა განცხადება, სადაც ოპოზიციონერებმა შეაფასეს არჩევნები. სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლების აზრიძთ, 30 მაისის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასრურა, რომ სააკაშვილი და მისი რეჟიმი მხოლოდ პოსტების შესანარჩუნებლად იბრძვიან. დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ პოზიციის გახლეჩის გამო მან დაკარგა ხმების დიდი ნაწილი.

ნოღაიდელი და ოქრუაშვილი ვარაუდობენ, რომ აღარ არის მოთმენისა და ლოდინის დრო, რადგანაც ქვეყნის ხელისუფლების უაზრო ნაბიჯების გამო ქვეყანში ისედაც პარალიზებულია ეკონომიკა, იზრდება უმუშევრობა და ემიგრაცია. "ყოველი დღე აფხაზებისა და ოსებისგან გვაუცხოვებს და ეს ქვეყნის გაერთიანებას შეუძლებელს ხდის,- დარწმუნებულები არიან ოპოზიციონერები.- საქართველოს დაშლის შეჩერება და აღორძინება მხოლოდ ერთობით შეიძლება. მხოლოდ ამ გზით შეიძლება სააკაშვილის ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმის შეცვლა".

არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიცია არა ერთხელ გამოსულა გაერთიანების მოთხოვნით. ერთ-ერთმა პირველმა ეს ბურჯანაძემ გააკეთა. მისი თქმით, 30 მაისს საქართველოს ხელისუფლებამ საბოლოოდ გაიფორმა მანამდე დაფიქსირებული შედეგები, რადგანაც საარჩევნო პროცესი იყო ფარსი და არა რესპუბლიკაში პრობლემების გადაჭრის მექანიზმი.

იხილეთ ვიდეო თემაზე: არჩევნების შედეგები წინასწარ ცნობილი იყო.

ბურჯანაძემ ოპოზიციურ ფრონტს ერთად ბრძოლა შესთავაზა. "ჩვენთვის მთავარია იმ პრინციპების გარშემო გაერთიანება, რომლებიც ჩვენ მიზნამდე მიგვიყვანს",- დაამატა მან.

ბურჯანაძის იდეას ბევრი პარტია ითვალისწინებს, მათ შორის "ეროვნული ფორუმი". მოძრაობის ლიდერმა კახა შარტავამ ამ დღეებში ოპოზიციურ ძალებს შესთავაზა კონსულტაციების წამოწყება კანონმდებლობის შეცვლის თაობაზე.

საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბურჯანაძე და შარტავა ერთნაირი მოწოდებებით გამოდიან, ისინი მაინც ვერ ერთიანდებიან. უფრო მეტიც, შარტავამ უკვე გაანცახდა, რომ მისთვის მიუღებელია ნოღაიდელთა გაერთიანება .

ქართული ოპოზიციის გაერთიანების პერსპექტივებზე ჩვენს კორესპონდენტს ესაუბრა პეტრე მამრაძე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100