RSS
на русском en in english
21.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ლარი: ვარდნა უსასრულობაში

15.06.2010  |  12:29

6165.jpegქართული ლარი გაიაფებას არძელებს. წლის დასაწყისიდან ეროვნული ვალუტის კურსი საქართველოში 3%-ით დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო ცდილობს მოსახლეობის დამშვიდებას და აცხადებს, რომ კურსის მერყეობის მაჩვენებელი ვერაფრით იქონიებს გავლენას ფასების ზრდაზე. ოპოზიციას კი პრობლემის თავისებური ხედვა აქვს - ქართველი ლეიბორისტების ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ უკანონოდ დახარჯა თავის წინასაარჩევნო კამპანიაზე 300 მილიონი ლარი და ახლა კურსის შემცირების ხარჯზე ცდილობს ზარალის ანაზღაურებას.

ქართული ეროვნული ვალუტის კურსმა, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ეცემოდა, ივნისის დასაწყისში ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია - 1,84 ლარი 1 ამერიკულ დოლარში და 2,19 ლარი 1 ევროში. ამ ბოლო დროს ლარი განსაკუთრებით სწრაფად იაფდება დოლართან მიმართებაში - 1-დან 5 ივნისამდე ის 3,3 პროცენტით გაუფასურდა.

მასმედიის ზოგი წარმომადგენლის ინფორმაციით, ქართული ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზი ადგილობრივი თვითმმართველოს არჩევნები გახდა. უფრო ზუსტად, მმართველი პარტის მიერ გაწული ხარჯები.

ქართულ ოპოზიციას საკუთარი აზრი გააჩნია ამის თაობაზე. ლეიბრისტულმა პარტიამ უკვე განაცხადა, რომ სააკაშვილია კურსის ხელოვნურ ვარდნაში დამნაშავე. როგორც პაატა ჯიბლაძემ განაცხადა, სააკაშვილი ცდილობს მოსახლეობის ხარჯზე ბიუჯეტში დააბრუნოს უკანონოდ დახარჯული თანხები.

ლეიბორისტების ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანიაზე უკანონოდ დახარჯა 300 მილიონი ლარი და ახლა ცდილობს ამის ანაზღაურებას. ამასთანავე ლეიბორისტების გენერალური მდივანი პაატა შატბერაშვილი ვარაუდობს, რომ ლარის კურსი კვლავ შემცირდება, სანამ არ მიაღწევს 2,2 ლარს 1 დოლარაში და ამით ხელისუფლება შეავსებს ბიუჯეტს.

თუმცა, ფინანსთა სამინისტრო სულ სხვა მიზეზებს ასახელებს. კახა ბაინდურაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა საერთაშორისო ბაზარზე დოლარის გამყარებით არის გამოწვეული. "დოლარის პოზიცია საკმაოდ მყარია, რაც ევროს კურსის ვარდნას უკავშირდება".

ამასთანავე ფინანსთა სამინისტრო ცდილობს ხალხი დაარწმუნოს, რომ საქონელზე ფასბეი არ გაიზრდება. მიუხედავად ბაიდნურაშვილის დაპირებისა, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ საქართველოს ბაზარზე ფასბეი კურსის ნებისმეირი ცვლილებისას იცვლება, თანაც პირველადი მოხმარების პროდუქტებზე და მედიკამენტებზე.

სპეციალისტების აზრი იყოფა რესპუბლიკაში ლარის კურსის ცვლილების შედეგებზე საუბრისას. საბანკო ექსპერტის ირაკლი კოვზანაძის თქმით, ლარის გაფასურება მოსალოდნეი იყო, კურსის ცვლილება კი ახალი ეკონომიკური რეალობით არის გამოწვეული.

კოვზანაძე დარწმუნებულია, რომ ასეთი ვითარებაში არალოგიკური იქნებოდა სავალუტო რეზერვების მიმართა ლარის კურსის ფორმირებისკენ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100