RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ყირგიზული სინდრომი

16.06.2010  |  10:08

6170.jpegოფიციალური თბილისის სურვილი, დსთ-ში მიმდინარე ყველა მოვლენა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, გასაოცარია. 14 ივნისს თემურ იაკობაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის პრეზიდენტთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრაზე განაცხადა შემდეგი რამ: "ის, რაც ყირგიზეთში უზბეკების წინააღმდეგ ხდება, არის ცხინვალში ქართველების ეთნიკური წმენდის გაგარძელება. სანამ საერთაშორისო საზოაგდოება დაუშვებს მსგავს ქმედებებს რუსეთის მხრიდან, ასეთი სისასტიკე აღ შეწყდება. ამიტომაც აუცილებელია დროული და მკაცრია რეაგირება რუსეთის სმგვარ ქცევაზე".

იაკობაშვილის განცხადების დეტალურად განხილვა ნამდვილად ღირს - ჩვენ ხომ ვერ ვივარაუდებთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მინისტრი ამბობს იმას, რაც უფრო მეტად ფსიქო-ნევროლოგიური დისკანსერის პაციენტს შეეფერება. აი, "ქართველების ეთნიკური წმენდა". ეს აშკარად იაკობაშვილის ფანტაზიის ნაყოფია, რადგანაც ქართული მოსახლეობის დიდესმა ნაწილმა სამხრეთ ოსეთი 1992 წელს დატოვა. ისინი, კი ვინც დარჩა, პირველ რიგში, ქართულმა ჯარმა დააზარალა. რაც შეეხება ეთნიკურ წმენდებს, ალბათ ჯობია მინისტრს შევახსენოთ 2008 წლის აგვისტო, როდესაც მიზანმიმართულად მოხდა ოსების დახოცვა.

არც ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენებია ეთნიკური წმენდა - ეს უფრო ეთნიკათშორისი კონფლიქტია, თუმცა საკმაოდ სისხლიანი. უდავოდ, ყირგიზებისა და უზბეკების ურთიერთობის ისტორია ქართველებისა და ოსების ამბავს ჰგავს - მაგრამ ამ კონფლიქტების მიზეზები ღრმად არის ჩამარხული საუკუნეებში და ისინი საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. სხვათა შორის, კარგი იქნებოდა 20 წლის წინანდელი მოვლენების გახსენება, როდესაც შეტაკების დროს არა მხოლოდ ყირგიზები ჟლეტდნენ უზბეკებს, არამედ უზბეკებიც ყირგიზებს. რაც არ უნდა იყოს, იაკობაშვილის განცხადებაში, მიუხედავად უხეში ფატქობრივი შეცდომებისა, დევს ძალიან დიდი ბრალდება. თუკი გავიხსენებთ როზა იტუნბაევას მიერ გაგზავნილ თხოვნას რუსეთში სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესახებ, ყველაფერი ნათელი ხდება. იაკობაშვილი იმას გულისხმობს, რომ რუსეთმა მოახდინა პირველი ჟლეტის პროვოცირება ოშესა და ჯალალ-აბადში. ეს სრული აბსურდია, თუმცა მოიძებნა ისეთი ხალხი, ვისაც ამის სჯერა.

საწყენია, მაგრამ ამ მოგონილ ამბავს მევლუთ ჩავუშოღლუც დაეთანხმა. სეხვედრის შემდეგ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ საუბრის დროს მათ განიხილეს საქართველოს სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. "ჩვენ დადებითად ვაფასებთ ამ გეგმას. ოკუირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლების დაშვება დღის წესრიგში ახლაც დგას. ეს ჰუმანიტარული საკითხია და მისი პოლიტიზირება მიუღებელია". საკმაოდ სიმპტომურია, რომ ცავუშოღლე იყენებს მხოლოდ ერთი მხარის ფორმულირებას და ამგვარად ემხრობა პრო-ქართულ პოზიციას. შეგახსენებთ, რომ მან ცოტა ხის წინ ყარაბახს უწდა სომხების მიერ ოკუპირებული ტერიტორია", თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ უარყო ეს განცხადება. გამოდის, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელსაც ანგაჟირებული პოზიცია აქვს?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100